დღეს ისრაელში ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდა და შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. მოქალაქეები რელიგიურ დღესასწაულზე დაღუპულებს გლოვობენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

30 აპრილს ისრაელში რელიგიურ დღესასწაულზე შექმნილმა ხალხმრავლობამ 45 ადამიანი იმსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, ხალხის ნაწილი გაიგუდა, ნაწილი კი ჭყლეტვაში მოყვა. ექიმების ცნობით, შემთხვევის შედეგად 104 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.

ფესტივალი 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარდა, მაგრამ წელს მდგომარეობა შემსუბუქდა ისრაელში ვაქცინაციის სწრაფი ტემპის ფონზე.