იმისთვის, რომ საარჩევნო კოდექსში შესწორებები გაუმჯობესდეს, ეუთო/ოდირი და ვენეციის დასკვნა რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას აქვეყნებენ:

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ან ცესკოს არაპარტიული წევრების არჩევის პროცესში განხილული იქნეს კვალიფიციური საპარლამენტო უმრავლესობის (2/3) ან ორმაგი უმრავლესობის მექანიზმი (რომელიც მოითხოვს უმრავლესობას მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საბოლოო ანტი-ჩამკეტის მექანიზმით.
  • გაუქმდეს პარტიისთვის კონკრეტული უფლებრივი შეზღუდვები, რომელიც ეხება საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნას მეცამეტე (1) მუხლის ბ და ც პუნქტების მიხდევით.
  • დამატებით უნდა შეიცვალოს პირობები, რომელიც ეხება საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის პროცესს, რათა არაპარტიული წევრების დანიშვნის დროს უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე-დაფუძნების გარანტია.
  • მკაფიოდ განისაზღვროს კანონში, რის საფუძველზე უნდა მოხდეს პარტიების მიერ ნომინირებული საარჩევნო კომისიის წევრების მოხსნა.
  • შეიზღუდოს პარტიის წარმომადგენლების და კამპანიაში ჩართული ადამიანების ყოფნა საარჩევნო უბნის მიმდებარედ არჩევნების დღეს.
  • მოხდეს ყოვლისმომცველო მარეგულირებელი ჩარჩოს მიღება, რაც უზრუნველყოფს მკაფიო კრიტერიუმების არსებობას შედეგების განმეორებით დაანგარიშების და გაუქმების შემთხვევაში.
  • უზრუნველიყოს სასამართლოში საარჩევნო დავების დროულად განხილვის ხელშეწყობა, ელექტრონული საშუალებით საჩივრების წარდგენა სასამართლოებში, წარდგენა ბოლო დღის შუაღამემდე, უზრუნველიყოს დისტანციური მოსმენის შესაძლებლობა;
  • საჩივრების წარდგენისა და განსჯის ვადების შემდგომი გახანგრძლივება და იმის უზრუნველყოფა, რომ ტექნიკური ფორმალობები ხელს არ უშლის საჩივრების სათანადო განხილვას;
  • ვენეციის კომისიის და ოდირის წინა რეკომენდაციის გათვალისწინება, რაც მოითხოვს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში თანაბარ ან მსგავს ელექტორატს.
  • შეიქმნას დეტალური და ყოვლისმომცველი მარეგულირებელი ჩარჩო ახალი ხმის მიცემისთვის გამოსაყენებელი ტექნოლოგიების გასაცნობად.

ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივ განცხადებაში საქართველოში ხელისუფლების მიერ ინიცირებულ საარჩევნო კანონპროექტთან დაკავშირებით, ნათქვამია ისიც, რომ კანონმდებლობის ხშირი ცვლილების პრაქტიკა შეიცავს საარჩევნო პროცესის სამართლიანობისთვის ძირის გამოთხრის რისკებს. ასევე, აღნიშნულია, რომ საარჩევნო რეფორმის კანონპროექტში ბევრი რეკომენდაცია გათვალისწინებულია, თუმცა ბევრი ფუნდამენტური საკითხი მოუგვარებელი რჩება.