აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, მთის კურორტების განვითარების ყოფილმა დირექტორმა ხელფასი გაიზარდა და ორი წლის განმავლობაში უსაფუძვლოდ დამატებით 109 021 ათასი ლარი აიღო.

როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, კომპანიის დირექტორის ანაზღაურება 2 900 ლარი იყო. თუმცა მან საკუთარ თავს ხელფასი 7 500 ლარამდე გაუზარდა. აღნიშნული ოდენობა ძალაში იყო სააგენტოს მიერ ახალი დირექტორის დანიშვნამდე, რომლის შრომის ანაზღაურებად ისევ 2,900 ლარი განისაზღვრა.

აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ შრომის ანაზღაურების გაზრდის თაობაზე ბრძანება არაუფლებამოსილმა პირმა გასცა, რადგან ამ საკითხზე გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს. გარდა ამისა, რომ დაირღვა კანონი, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ნოემბრის ჩათვლით ყოფილმა დირექტორმა უსაფუძვლოდ ანაზღაურების სახით დამატებით 109 ათასი ლარი მიიღო.