სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სამშაბათს ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში ბიუროს სხდომას დაესწრებიან.

"ჩამოვყალიბდით, სამშაბათს აუცილებლად მივდივართ ბიუროს სხდომაზე, ყველა საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის, მსჯელობაში მივიღებთ მონაწილეობას, არამხოლოდ შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში, არამედ სხვა საკითხები რომ არ გააპაროს ქართულმა ოცნებამ ცვლილებები. სამშაბათის დღე საბოლოოდ გვაჩვენებს, ალბათ, მოგვიწევს, რომ სრულფასოვნად შევიდეთ უკვე პარლამენტში", — განაცხადა ვაშაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერის მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის საქმიანობაში აქტიურად ჩართვას ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებამდე არ აპირებდა. ქართული ოცნებისა და ოპოზიციონერი დეპუატების ნაწილმა ეს გადაწყვეტილება კრიტიკულად შეაფასა.

გაიგეთ მეტი: