ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოძის განცხადებით, არ არსებობს ფორმულა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ნაციონალური მოძრაობის გარეშე დაამარცხებს.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მსგავსი წინადადებებითა და სიტყვებით, მათ შორის ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არის საპყრობილეში და რომელიც არის უდაოდ არამხოლოდ უდიდესი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მე ნიკაზე მაქვს საუბარი, არამედ უდაოდ გამორჩეული ლიდერი ქართულ სპექტრში, მე ვფიქრობ, რომ რბილად რომ ვთქვათ, არის არასწორი. არავის არ დაუშლია არასდრის არავისთვის შესაბამისი ხმები მოეპოვებინა, თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში მიუხედავად გაყალბებისა, მათ შორის, თუნდაც ისანში მე და გიორგი კონკურენტები ვიყავით. ჩემი მოსაზრება და ზოგადად, ხალხის განწყობაც ასეთია, რომ შესაძლებელია და აუცილებლად უნდა ყოფილიყო, ჩემი წარმოდგენით, ჩემი სუბიექტური წარმოდგენით, ერთიანი კანდიდატი. არ არსებობს ფორმულა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს ნაციონალური მოძრაობის გარეშე, ჩვენი მხარდამჭერების გარეშე", — განაცხადა დეკანოიძემ.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია თბილისის მერობის არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ვერ იქნება.