გაზაფხული განახლების დროა! 30 აპრილიდან Apple-ი iPhone 12-ის და iPhone 12 mini-ს იასამნისფერი მოდელის წინასწარ გაყიდვებს იწყებს. მე-12 თაობის ფლაგმანი iPhone-მა საზოგადოებას გასულ წელს წარუდგინა. Apple-ის ვიცე პრეზიდენტი გრეგ ჯოზვიაკი აცხადებს, რომ iPhone 12-ის მომხმრებელთა კმაყოფილების ინდექსი 99%-ზე მეტია. რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყველა მათგანი კმაყოფილია. რატომ მოსწონთ ეს მოდელები?

თანამედროვე დიზაინი

თანამედროვე დიზაინის iPhone 12, კორპუსის მკაფიო კიდეების გამო მე-5 თაობის მოდელს წააგავს, ის ახლა უკვე ექვს ფერშია წარმოდგენილი: შავი, თეთრი, წითელი, ლურჯი, მწვანე და ახალი იასამნისფერი.

მოსახერხებელი და პრაქტიკული კორპუსი

iPhone 12-ის თხელი და გამძლე კორპუსი დამზადებულია ალუმინისგან, რომელიც აეროკოსმიურ დარგში გამოიყენება. ეკრანს იცავს კერამიკული ფარი, შედეგად მისი დაზიანების რისკი 4-ჯერ ნაკლებია. მე-12 თაობის მოდელები დაცულია ტენიანობისა და მტვრისგან.

პატარა სმარტფონების მოყვარულთათვის iPhone 12 mini შესანიშნავი არჩევანია. მას გააჩნია iPhone 12-ის იდენტური მონაცემები უფრო მოსახერხებელი, მინიატურული კორპუსით.

მკვეთრი გამოსახულება

OLED დისფლეი, რომელიც "სახლის ღილაკის" გარეშეა წარმოდგენილი, სრულიად იკავებს iPhone 12-ის ფრონტალურ პანელს. Super Retina XDR ტექნოლოგიის მეშვეობით ის უზრუნველჰყოფს მკვეთრ გამოსახულებას და ნათელ ფერებს.

საუკეთესო კამერა

სმარტფონის ორმაგი კამერა საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ უმაღლესი ხარისხის ფოტო და ვიდეო ღამითაც კი. iPhone-ს შეუძლია 4K ვიდეოს გადაღება და პირველად — HDR ხარისხი Dolby Vision-ის სტანდარტით.

ძლიერი პროცესორი

iPhone 12 არა მხოლოდ შეუდარებელი დიზაინით, არამედ მძლავრი სისტემითაც გამოირჩევა. სმარტფონს გააჩნია მძლავრი და ენერგოეფექტური A14 Bionic პროცესორი, რომელიც ურთულეს დავალებებსაც კი უსწრაფესად ასრულებს. ასევე iPhone 12-ს შეუძლია ბატარიის ერთი დატენვით მთელი დღე იმუშაოს.

სწრაფი დატენვა

ახალ iPhone-ს აქვს MagSafe ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ სმარტფონი უკაბელო დამტენით დატენოთ და მიუერთოთ უკაბელო აქსესუარები. MagSafe-ი ტელეფონის სწრაფად და კომფორტულად დატენვას უზრუნველყოფს. Apple Watch-ის მფლობელებს ვურჩევთ ყურადღება მიაქციონ ორმაგ MagSafe დამტენს, მათი მეშვეობით შესაძლებელია ერთდროულად დატენოთ როგორც სმარტფონი ისევე საათი.

ძლიერი და თანამედროვე, მე-12 თაობის iPhone-ით აღფრთოვანებული არიან ყველაზე გამოცდილი მომხმარებლებიც. ახალი, არაჩვეულებრივი იასამნისფერი მოდელის შეძენის მსურველებისთვის სპეციალური შეთავაზება მოქმედებს: 14 მაისამდე გააკეთეთ წინასწარი შეკვეთა და დაზოგეთ 70 ლარი!

ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით Apple-ის ოფიციალური რესელერებისგან:

iSpace, Alta, ElitElectronics, iPlus, iStore, iTechnics, Silknet.