ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად დაზარალებული ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

სახელმწიფო რწმუნებულის კახეთის მხარეში, ირაკლი შიოშვილის თქმით, მუნიციპალიტეტი მათ ვერ დაეხმარება.

"მუნიციპალიტეტი ამას ვერ დაეხმარება, გამორიცხულია. უარს კი არ ვეუბნებით, ეს არის წესი და კანონი, რომ ფერმერმა უნდა დააზღვიოს. თუ სხვამ დააზღვია მარტის თვეში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაეზღვია სხვადასხვა ფერმერსაც. ჩვენ ერთადერთი სახელმწიფოს რაც აქვს გაკეთებული, ეს არის აგროდაზღვევა, რომელიც თავის კომპონენტით შედის და ფერმერს უადვილებს საქმეს", — განაცხადა შიოშვილმა.