საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალეკო ძნელაძის თქმით, ამ დროისათვის ბანკის ბანკომატებისა და ტერმინალების მუშაობა აღდგენილია. ძნელაძის განცხადებით, აღნიშნული პრობლემა რამდენიმე ბანკს ჰქონდა და ის საერთაშორისო მომწოდებლისგან იყო გამოწვეული.

"ამ წუთისთვის აღმოფხვრილია პრობლემა და ყველა სერვისი შეუფერხებლად მუშაობს. დადასტურებულად ვიცით, რომ რამდენიმე ბანკს ჰქონდა ეს პრობლემა, თუმცა არ ვიცით ზუსტად რამდენს. მიწოდებული არის ინფორმაცია აღნიშნულ შეფერხებასთან დაკავშირებით და ველოდებით დეტალებს, რის გამოც შეფერხდა მუშაობა", — უთხრა On.ge-ს ძნელაძემ.

ბანკის ბანკომატებისა და ტერმინალები შეფერხებით მუშაობა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მომხმარებლები ვერ ახერხებენ თანხის გადახდას ან გამოტანას.