დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი ევროსთან მიმართებით 1,52 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ღირებულება 4,1818 ლარს გაუტოლდა — ეს ისტორიული ანტირეკორდია.

რაც შეეხება დოლარს, ლარი აღნიშნულ ვალუტასთან მიმართებით 0,26 თეთრით გამყარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი კურსის მიხედვით, ერთ დოლარად 3,4503 ლარის ყიდვაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში არსებულ კურსთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით 17,37 თეთრით, ხოლო ევროსთან — 15,85 თეთრით არის გაუფასურებული.

შეგახსენებთ, რომ ლარის კურსის მერყეობის შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს შვიდი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად 242,9 მლნ დოლარი გაყიდა. მათ შორის, ბოლო სავალუტო აუქციონი 22 აპრილს შედგა, სადაც ეროვნული ბანკმა 30 მილიონი დოლარი გაიყიდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 30 აპრილს შევა ძალაში.