შოპინგი სახლიდან გაუსვლელად — ლოკდაუნის პერიოდში ონლაინ მაღაზიებს იმ ადამიანებმაც კი მიმართეს, ვისაც მანამდე ინტერნეტვაჭრობის გამოცდილება არ ჰქონდათ. ბევრისთვის ნივთების ყიდვის ეს მეთოდი ძალიან კომფორტული აღმოჩნდა და დღეს, შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც კი არ დადის მაღაზიებში, ინტერნეტით ათვალიერებს და იძენს სასურველ ნივთებს. ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რაც ონლაინ მაღაზიის წარმატებას და მომხმარებლების სიმრავლეს განსაზღვრავს, მრავალფეროვანი არჩევანია. ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი Extra.ge პროდუქციის ფართო ასორიტიმენტით გამოირჩევა და აკმაყოფილებს ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებლის სურვილებს.

პროდუქტების დიდი არჩევანი

ექსტრაზე ნახავ ყველაფერს, რასაც ინატრებ — თავის მოვლის საშუალებებს, სათამაშოებს ბავშვებისათვის, სამშენებლო და სარემონტო მასალებს, ტრენაჟორებს, სასაჩუქრე ბარათებს მეგობრებისა თუ საყვარელი ადამიანისთვის, წიგნებს, აქსესუარებს ავტომობილისთვის, მუსიკალურ ფირებს, ფირსაკრავებსა და სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებს, სახლისა და ეზოს ავეჯს, დეკორატიულ ნივთებს, manamo-ს და Tach- ის პროდუქციას. წამყვანი და ასევე ბიუჯეტური ბრენდების (bosch, samsung, gorenje, vitek, arshia და სხვა) მიერ წარმოებულ მსხვილ თუ წვრილ საოჯახო ტექნიკას — მაცივრებს, გაზქურებს, გამწოვებს, სარეცხი და ჭურჭლის სარეცხი მანქანებს, ბლენდერებს, ჩაიდნებს, მიქსერებს და ყველაფერს იმას, რაც შეიძლება სახლში დაგჭირდეს. ტელევიზორებს, სხვადასხვა ფუნქციებითა და დახვეწილი დიზაინით, კომპიუტერულ ტექნიკას — ლეპტოპებს ძლიერი პროგრამული მახასიათებლებით (Apple, Acer, Asus, Hp, Dell, Lenovo), მობილურებს (Apple, Samsung, Xiaomi, Huawei, Nokia, Alcatel) და მის აქსესუარებს. მთავარია, ისურვო, ინტერნეტ მაღაზია Extra.ge-ზე იყიდი იმას, რაც გაგიხარდება.

რატომ Extra.ge?

მიზეზი ბევრია:

მარტივი ინტერფეისი — ასორტიმენტის მრავალფეროვნება არ აბნევს მომხმარებელს, ადვილადაა შესაძლებელი სასურველი პროდუქტის მოძებნა-შეძენა.

ექსტრას მრჩეველი — ნებისმიერ მომენტში მზადაა თქვენი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, გეხმარებათ შერჩევაში, გაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას პროდუქტზე, გეხმარებათ შედარების გაკეთებაში და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

დაბალი ფასები — ეს ის მთავარი უპირატესობაა, რაც ექსტრას სხვა ონლაინ მაღაზიებისგან გამოარჩევს. ექსტრა ხშირად ანებივრებს მომხმარებლებს ფასდაკლებებით და საჩუქრებით.

მაღალი ხარისხის პროდუქტები — ექსტრაზე წარმოდგენილი პროდუქცია ორიგინალია და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

გარანტია — ტექნიკას აუცილებლად მოყვება გარანტია, რომელიც ქარხნული წუნის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს შეცვლას, დაზიანების შემთხვევაში — შეკეთებას.

სწრაფი მიწოდების სერვისი — ნებისმიერი ზომისა და წონის პროდუქციას ექსტრას კურიერი 3 სამუშაო დღეში მოგიტანთ უსაფრთხოების სრული დაცვითა და დაზიანებების გარეშე.

კომპანიის განცხადებით, ექსტრას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ისიამოვნოთ ონლაინ შოპინგით. ეწვიე ყველაზე დიდ ინტერნეტ მოლს — Extra.ge-ს და შეიძინე, რაც გაგიხარდებათ.