ნამახვანჰესის პროექტის მედიაციაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრი ჩაერთვება
ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ამ ცენტრის დირექტორ დირკ ბუშლესთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, რომლის დროსაც მინისტრებმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელს ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებული ვითარება გააცნეს და ხაზი გაუსვეს კონსენსუსის მიღწევის პროცესში აღნიშნული ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას.
ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.
ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ნამახვანიჰესის პროექტის მედიაციაში უახლოეს პერიოდში ჩაერთვება.
ნამახვანჰესის აშენებას ადგილობრივი მოსახლეობა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია ეწინააღმდეგება. ისინი მართავენ აქციებს წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტის მიზნითაც.
აქტივისტების მოთხოვნები და ხელისუფლების პასუხი
რიონის ხეობის აქტივისტები ხელისუფლების მხრიდან პირობებზე პასუხს ერთი კვირის განმავლობაში ელოდნენ. ამბობდნენ, რომ სამივე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სხვადასხვა ქალაქში მასშტაბურ აქციებს გამართავდნენ. ისინი ითხოვდნენ, მოიხსნას ბარიკადები, რომ მიეცეთ ნამოხვანისკენ გადაადგილებისა და იმავე სივრცეში პროტესტის გაგრძელების საშუალება, ასევე, კომპანია ENKA-მ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეაჩეროს.
დღეს, 24 აპრილს მთავრობამ ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ:
- ენკასთან დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს;
- მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი;
- მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, თუმცა კომპანია პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს გააგრძელებს;
- ნამახვანჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის ბარიერებს;
აქტივისტებს კარვის გასაშლელად ადგილს შეარჩევინებენ.
რამდენიმეთვიანი უწყვეტი პროტესტის, ნამახვანში კარვების დაშლის, სოფლამდე მისასვლელი გზის გადაკეტვის და პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ 16 აპრილს სამთავრობო გუნდი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებს შეხვდა. შეხვედრა მოულოდნელად, მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა, თუმცა ამას წინ უძღოდა საპატრიარქოს მოწოდება მოლაპარაკების აუცილებლობაზე.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით აქტივისტებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, ორი გუბერნატორი და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები შეხვდნენ.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები