iPhone 12-ების ხაზმა Apple-ს წარმოუდგენლად დიდი მოგება მოუტანა. მოთხოვნა ახალ სმარტფონებზე განსაკუთრებით იანვრიდან მარტის ჩათვლით გაიზარდა. Apple-ისთვის ეს კვარტალი რეკორდული გამოდგა და მათმა შემოსავლმა $89,6 მილიარდს მიაღწია, რაც შარშანდელ შედეგს 54 პროცენტით აღემატება. iPhone-ების გაყიდვები 66 პროცენტითაა გაზრდილი და მათმა ჯამურმა ღირებულებამ $48 მილიარდს მიაღწია.

კორონავირუსის გამო განსაკუთრებულად გაიზარდა Mac-ებისა და iPad-ების გაყიდვებიც, მათმა პროცენტულმა ზრდამ 70 და 78 შეადგინა. ეს რიცხვები ნელ-ნელა დაიკლებს, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში ადამიანები ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. ამიტომ ყურადღების ცენტრში ისევ აიფონები იქნებიან. Apple-ის თქმით, iPhone 12 mini ისეთი წარმატებით არ სარგებლობს, როგორც ამას კომპანიაში ელოდნენ, თუმცა სხვა აიფონები ყველანაირ მოლოდინებს აჭარბებენ.

2021 წლის ასეთი შედეგები ნამდვილად გასაოცარია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Apple-მა გასული წლის მეოთხე ნახევარში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და ერთი კვარტლური შემოსავლით 100 მილიარდს გადააჭარბა.

Apple ახლა 2021 წლის მეორე ნახევარზე კონცენტრირდება, კომპანიამ წლის პირველი ივენთი უკვე გამართა და განახლებული პროდუქტებიც წარადგინა.

მომგებიანი აღმოჩნდა ეფლის სერვისიც. მოგება შარშანდელი 13,3 მილიარდიდან 16,9-მდე გაიზარდა. თუმცა ინვესტორები და მომხმარებლები Apple-სგან ახალ, მძლავრ პროდუქტს მაინც ელიან. გავრცელებული ხმების მიხედვით, ეს შეიძლება გაფართოებული რეალობის სათვალეები იყოს. ამაზე ტიმ კუკმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება Apple-ის მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.