ვენეციის კომისია "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ იმ ცვლილებებს მიესალმება, რომლებიც მის გაცემულ წინა რამდენიმე რეკომენდაციას ითვალისწინებს. კომისია, ასევე, გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს გასცემს, რათა კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტი სიცხადე, გამჭვირვალობა და სამართლიანი მოპყრობა ყველა კანდიდატისთვის იყოს უზრუნველყოფილი.

საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ გასაჩივრების პროცესთან ერთად შემოთავაზებული გამჭვირვალობის დონე გარკვეულწილად უნდა გაუმჯობესდეს.

ასევე, დანიშვნის პროცედურა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე გადაიდოს.

დოკუმენტში წერია, რომ კანდიდატებს შორის თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად, შესაძლოა, შერჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება გახდეს საჭირო.

"აღნიშნულ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას მიმდინარე კონკურენციის შენარჩუნება სურს, რა დროსაც პირველადი გასაუბრება ძველი წესების მიხედვით უკვე ჩატარდა და ახალი გასაუბრება ახალი წესების მიხედვით იმართება, სიფრთხილეა საჭირო, რადგან კანდიდატთა მიმართ თანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს", — ვკითხულობთ დასკვნაში.

კომისიაში აცხადებენ, რომ ეს რეკომენდაციები გასაჩივრების მნიშვნელოვანი უფლების უზრუნველსაყოფად არის შემუშავებული.