ოპოზიციის ნაწილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის განხილვისთვის პარლამენტში მივიდა
ოპოზიციის ნაწილი, კერძოდ კი, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის განხილვის მიზნით პარლამენტში მივიდნენ. საუბარია ცვლილებებზე, რომლებიც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
"ეს კონკრეტული ცვლილება კიდევ ერთხელ არღვევს ადამიანის უფლებებს, მანიფესტაციის და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. ქვეყანაში, სადაც არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, სადაც პროკურატურა არის მიკერძოებული, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის გამიზნული იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი დასჯა მოხდეს ადამიანების, რომლებიც გამოხატავენ მშვიდობიან პროტესტს", — განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, თეონა აქუბარდიამ.
მისი თქმით, პარტია ითხოვს ამ კანონპროექტის იმ გონივრულ ვადაში განხილვას, სადაც მონაწილეობის მიღება მათაც შეეძლებათ.
"ეს აუცილებლად უნდა შეჩერდეს და არ უნდა მოხდეს მისი მესამე მოსმენით მიღება. ჩვენ უნდა შეგვეძლოს, ჩავერთოთ ამ პროცესში ისე, რომ დავიცვათ როგორც სამოქალაქო აქტივისტების უფლებები, ასევე, არ დავუშვათ ის, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო გაუარესდეს ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა", — ამბობს აქუბარდია.
პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები ეხება იმ მუხლებს, რომლითაც მშვიდობიან აქტივისტებს სჯიან.
"მე პირადადაც, როდესაც ვმონაწილეობდი აქციებში, არაერთხელ ვარ დაჯარიმებული ამ მუხლებით, დაპატიმრებული ადმინისტრაციული წესით ამ მუხლებით. ეს არის პოლიტიკური მუხლები და მათი გამკაცრება და რეპრესიულ საშუალებად გამოყენება არის რუსეთის და ბელორუსის პრაქტიკა. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ", — ამბობს ის.
მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ პრობლემაა ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებაც.
ლელოს და სტრატეგია აღმაშენებლის გარდა, კანონპროექტს აკრიტიკებს პარტია მოქალაქეებიც. ამის შესახებ განცხადება ლევან იოსელიანმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა. მან დეპუტატებს სთხოვა, უფრო ყურადღებით მოუსმინონ არგუმენტებს და ცვლილებებს დაკვირვებით მოეკიდონ, გამომდინარე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან.
ახალი კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის (173-ე მუხლი) სანქციები იზრდება.
ამასთან ცვლილება ეხება 12-საათიან პატიმრობასაც. კერძოდ, მოქმედ კანონში წერია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს, ხოლო თუ ეს დაკავება არასამუშაო დროს ემთხვევა, ადამიანი შეიძლება დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსონ საქმის განხილვამდე, თუმცა დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 48-საათიანი ნორმა არაკონსტიტუციურია, რადგან განსხვავებულ მოპყრობას აწესებს. თუმცა ქართული ოცნება ცვლის არა ამ კონკრეტულ ჩანაწერს, არამედ ზრდის პირველ, 12-საათიან ვადას და მიზნად თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფას ასახელებს.
კანონპროექტს აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები