დღევანდელი ჩვენი ჯარი არის საქართველოს მიერ გადახდილი ყველა ომის ღირსეული მემკვიდრე — პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს გამოვლილი ყველა ომის ღირსეული მემკვიდრეები არიან. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს 30 წელი იყო ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და გამოცდის მძიმე წლები და მათი ბრძოლა ეროვნული ინტერესებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო.
"დღეს ქართული ჯარის 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, თუმცა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ 30 წელი კი არა, ქართული ჯარი საუკუნეებს ითვლის და დღევანდელი ჩვენი ჯარი არის საქართველოს მიერ გადახდილი ყველა ომის მემკვიდრე და ღირსეული მემკვიდრე.
დღეს ჩვენ გვყავს მაღალი სტანდარტის თავდაცვის ძალები, რომელიც მრავალი წელია მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და თავისი წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში. ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმი და ბრძოლისუნარიანობა ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებს. საერთაშორისო პარტნიორები, ყველა ნდობას უცხადებს ქართულ ჯარს, ანუ ნდობას უცხადებს საქართველოს", — განაცხადა მან.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სათანადოდ უნდა დავაფასოთ ვეტერანთა ღვაწლი და ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მათზეც, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა სამშობლოს
"ეს იყო ბრძოლა ჩვენი დასავლური, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის, ღირსეული მომავლისთვის... ამიტომ საზღაურიც იყო დიდი... მრავალი გაღებული სიცოცხლე, დაკარგული ჯანმრთელობა, დაობლებული ოჯახები. ქედს ვიხრით დაღუპულთა წინაშე, პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას", — განაცხადა მან.
პრეზინდეტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს და მადლიერების ნიშნად ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე სტიუარტ პიჩი. ასევე, პრეზიდენტმა დააჯილდოვა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ კომახიძე, რომელიც ავღანეთში დაშავდა.
"ის, როგორც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ყოველთვის გამოირჩეოდა ნატოში ჩვენი ინტეგრაციის გზის მხარდაჭერით. ოქროს საწმისის ორდენი ჩვენ მადლიერებას გამოხატავს საქართველოს უცხოელ მეგობართა მიმართ, რომელთა შორის დღეიდან სერ სტიუარტ პიჩი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
ასევე, სიმბოლურად, იმ დღეს როცა უკვე გამოცხადებული არის ავღანეთიდან სამშვიდობო მისიების დასრულება ამ წლის ბოლომდე, ვაჯილდოებ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ზაურ კომახიძეს, რომელიც ბრძოლის ველზე მძიმედ დაიჭრა და შემდეგ არანაკლებად მძიმე რეაბილიტაციის გზა გაიარა. ასეთი მაგალითები ბევრი იყო, ბევრიც დაიღუპა. ყველამ ერთად ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო შორეულ მისიებში. თქვენი ხსოვნა და მაგალითი უკვდავია!" — განაცხადა ზურაბიშვილმა.
1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა ეროვნული გვარდია და საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება დაიწყო. 1991 წლის 30 აპრილს წვევამდელი სამხედრო მოსამსახურეები გაიწვიეს, ამიტომ ეს თარიღი შეიარაღებული ძალების დღედ გამოცხადდა. 2018 წელს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სახელი გადაერქვა და საქართველოს თავდაცვის ძალები დაერქვა.
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
კომენტარები