ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მედპერსონალს შორის ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი პრობლემაა და იმასაც ამატებს, რომ არ იცის ეს პრობლემა როგორ გადაჭრას. ამის შესახებ მან პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა.

"სადაც შეიძლება, გამოვხატო გულდაწყვეტა და ვთქვა, რომ არის პრობლემა და შეიძლება, ისიც ვაღიარო, რომ არც კი ვიცი, ეს პრობლემა როგორ გადავჭრათ — ეს არის პერსონალის ვაქცინაციაში დაბალი მაჩვენებელი", — ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, არის არგუმენტი, რომ პერსონალის დიდ ნაწილს კოვიდი უკვე გადატანილი აქვს და ვაქცინის გაკეთებისთვის საჭირო 120 დღე არ გასულა, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც ვირუსით ჯერ არ დაავადებულან.

ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, რომ ამ კუთხით მუშაობა მნიშვნელოვანია და სხვადასხვა გზას ეძებენ.

"თუ პერსონალის სანდოობა ვაქცინაციოის პროვცესის მიმართ არ გაიზარდა, რთული იქნება მინისტრის ან ნებისმიერი საჯარო მოხელის მხრიდან მოსახლეობის დარწმუნება, რომ ეს არის მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი".