ვის შეეხება ამნისტია ოპოზიციის კანონპროექტით
დღეს, 28 აპრილს ოპოზიციამ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. მოლაპარაკებების შემდეგ მათ საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ პროექტი ქართული ოცნებისგან დამოუკიდებლად შეემუშავებინა. მმართველი გუნდი კი ცალკე პროექტს დააინიცირებს.
ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ორივე კანონპროექტი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. თუმცა ორივე მხარის განცხადებების მიხედვით, ძირეული სხვაობა იქნება დაზარალებულის თანხმობა და ის, თუ ვისზე გავრცელდება ამნისტია.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აღნიშნული კანონი 20 ივნისის ყველა ფიგურანტზე უნდა გავრცელდეს, მათ შორის მათზეც, ვისზეც შეიძლება საქმე მომავალში აღიძრას, გარდა იმ საქმეებისა, სადაც კონვენციით გათვალისწინებული მუხლების დარღვევა იკვეთება, მაგალითად სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება. ამ მოსაზრებას არ იზიარებენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ ამნისტია მხოლოდ მიმდინარე საქმეებს უნდა შეეხოს.
ამასთან, ქართულ ოცნებაში არ იზიარებენ ამნისტიისთვის დაზარალებულის თანხმობის აუცილებლობას, რა წინაპირობაც ოპოზიციის კანონპროექტშია ჩადებული.
ოპოზიციის პროექტის თანახმად, რომელიც On.ge-მ მოიპოვა, ამნისტია შემდეგ მუხლებზე გავრცელდება:
- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილით ბრალდებული/მსჯავრდებული პირი და მოეხსნას მას ნასამართლობა.
აღნიშნული მუხლით არის დაკავებული ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია. ეს მუხლი გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას.
- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ) ქვეპუნქტით ბრალდებული/მსჯავრდებული პირი, გარდა იმ პირისა რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს, და მოეხსნას მას ნასამართლობა.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. ამნისტია ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირზე ვრცელდება შესაბამისი დაზარალებულის (ფიზიკური პირის) ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.
- გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სახდელისგან პირი, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე და 1741 მუხლების შესაბამისად, თუ ასეთი სახდელი ამ კანონის ამოქმედებამდე აღსრულებული არ ყოფილა.
ეს მუხლები გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას, სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა.
აღნიშნულ კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია, რომ იმ პირს, ვისაც ამნისტია შეეხება, შეუძლია ეს სასამართლოში გაასაჩივროს.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამნისტიის წინააღმდეგია, რადგან არ სურს, რომ ის 20 ივნისის აქციის დაშლაში მონაწილე სამართალდამცავებსაც შეეხოთ. მელია თანახმაა, ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდეს, თუ ამნისტიის კანონპროექტს გაიწვევენ. ოპოზიციაში მელიას იდეას იზიარებენ, თუმცა ამბობენ, რომ ამნისტიის გაწვევის საკითხი, მოდერატორებმა უნდა გადაწყვიტონ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები