Apple-მა სულ ახლახანს ახალი iMac-ები და განახლებული iPad Pro-ები წარადგინა, რომლებიც Apple M1 პროცესორზე მუშაობენ და განსაცვიფრებელ შედეგსაც დებენ, თუმცა Nikkei-ს თანახმად ახალ, M2 პროცესორებს სულ მალე, ივლისში ვიხილავთ.

Nikkei-ს წყაროზე დაყრდნობით M2 პროცესორებს გამოიყენებენ MacBook-ებში, რომლებიც წლის მეორე ნახევარში გამოვა. აღსანიშნია ისიც, რომ Apple წლის მთავარ ღონისძიებას 7-დან 11 ივნისის ჩათვლის გამართავს და შესაძლოა პროცესორებიც აქ დაანონსდეს, ხოლო გაყიდვები სამომავლოდ დაიწყება.

Nikkei-ს წყარომ ყურადღება მხოლოდ MacBook-ებზე გაამახვილა და უცნობია ახალ პროცესორებს Apple-ის სხვა მოწყობილობებშიც ვიხილავთ თუ არა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, M2 პროცესორები 5 ნანომეტრიან არქიტექტურაზე იქნება აგებული და მას TSMC აწარმოებს.

წარმადობის თვალსაზრისით ჩვენ ჯერ არ ვიცით რას უნდა ველოდოთ, თუმცა ცხადია, რომ ის M1-ზე გაცილებით სწრაფი იქნება.

ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ M2-ები დასაწყისისთვის ახალ 14 და 16 ინჩიან მაკბუქებში გამოჩნდება.

ARM არქიტექტურაზე დაფუძნებული პროცესორები რომ განსაკუთრებული წარმადობით გამოირჩევიან ეს ეფლმა უკვე დაგვიმტკიცა, ამიტომ საინტერესოა რა შედეგებს ვიხილავთ M2 პროცესორების შემთხვევაში.