ავსტრალიელი ჯასტინ კლარკი ცდილობს, სილამაზის შესახებ არსებული წარმოდგენა შეცვალოს.

მოდელი მის მსოფლიოს შესარჩევ ტურზე ეტლით გამოვიდა.

"მინდა, რომ პოდიუმი ინკლუზიური და სამართლიანი იყოს", - ამბობს კლარკი.

ჯასტინი უკვე ორი წელია, რაც ეტლით სარგებლობს.

Miss World Australia South Australian State Final 👑👏🏼 #beautywithapurpose

A post shared by Miss World Australia (@missworldaustralia) on

"ბევრისთვის ეტლში ჯდობა დაბრკოლებაა, მე კიდევ მსურს, რომ ჩემი ეს ნაბიჯი იყოს მესიჯი რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც რასას, არც ზომას და არც შეზღუდულ შესაძლებლობებს. აუცილებელი არაა, ყველა ერთნაირი იყოს, რადგან ეს არაა ის, რაც ლამაზ ადამიანებად გვაქცევს. მინდა მისაბაძი მაგალითი გავხდე ახალგაზრდა ქალებისთვის", - ამბობს ჯასტინი.

ჯასტინმა მეორე ტურში გადასვლა ვერ მოახერხა, თუმცა ის ხელის ჩაქნევას არ აპირებს. სავარაუდოდ, მას სხვა კონკურსებშიც ვიხილავთ.