ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრის, გრეგ ჰანტის თქმით, ვიდრე ავსტრალიაში სამედიცინო მარიხუანის შიდა წარმოება გაიზრდება, ქვეყანა მცენარის იმპორტს გაზრდის.

კანაფის იმპორტიორებს უფლება ეძლევათ იყიდონ მარაგი საზღვარგარეთ და შეინახონ საწყობებში, შემდეგ კი დისტრიბუცია ექიმებისა და აფთიაქების საშუალებით განახორციელონ. ამჟამად ავსტრალიაში სამედიცინო მარიხუანის მარაგი არ ჰყოფნით და ონკოლოგიური და სხვა დაავადებების მქონე პაციენტები საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ ინდივიდუალურ პაკეტებს ელიან.

"ჩვენ ვპასუხობთ პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნას, რომლებსაც სამედიცინო მარიხუანაზე წვდომა უჭირთ, რადგან ადგილობრივი წარმოება ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია", წერს ფეისბუქზე გრეგ ჰანტი.

მისივე თქმით, ავსტრალიის სამედიცინო მარიხუანის მარაგები დაახლოებით 8 კვირაში შეივსება.