უცნობი და შაქარაშვილი სანაიაზე თავდამსხმელებს თავდებში უდგებიან
აი იას დამფუძნებლები, უცნობი, გია გაჩეჩილაძე და ვატო შაქარაშვილი ვახო სანაიაზე თავდამსხმელების თავდებობით გათავისუფლებას ითხოვენ.
შაქარაშვილის თქმით, ისინი ხვალ, 28 აპრილს მივლენ სასამართლო პროცესზე და ადვოკატები დააყენებენ თავდებობის შუამდგომლობას.
"საზოგადოება გაერთიანდა პოლიტმედიაპატიმრების დასაცავად. მხოლოდ 3 დღის წინ გამოქვეყნდა თავდებობის ელექტრონული დოკუმენტი და უკვე 2 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი თავდებობის დოკუმენტს. ეს არის დიდი ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს ბიჭები უნდა დავიცვათ პოლიტმედიატერორისგან მაშინ, როდესაც საყოველთაოდ ცნობილი დამნაშავეები, პარლამენტის შტურმის ავტორები, კრიმინალები და ზონდერები პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან, ახალგაზრდა ბიჭები სასამართლო განაჩენამდე უდანაშაულობის პრეზუმციის სრული დარღვევით მოძალადეებად გამოცხადნენ და მათ სასამართლოს განაჩენამდე გირაოზეც კი უარი ეთქვათ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს მართლმსაჯულების მახინჯ სისტემასთან, რომელიც ექვემდებარება პოლიტმედიაბულინგს", — აცხადებს შაქარაშვილი.
ვახო სანაიას 25 თებერვალს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას და ოჯახის წევრებს. სანაია ამას თავის პროფესიული საქმიანობას უკავშირებს. ჟურნალისტს ტვინის შერყევას აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სამი ადამიანი დააკავა. სამივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც გულისხმობს ძალადობას, მუქარას და დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სანაიაზე თავდამსხმელები თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
თავდასხმას უკიდურესად შემაშფოთებელი უწოდა სახალხო დამცველმა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კი მომხდარი დაგმო. აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ხელისუფლებას, ამ საქმესთან ერთად გამოიძიოს ჟურნალისტებზე ძალადობის გაუხსნელი საქმეები.
განსხვავებული იყო რეაქციები ხელისუფლებაში. პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმეს ცალკეულმა დეპუტატებმაც, თუმცა ზოგიერთმა მიუთითა იმაზეც, რომ "არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა" და "კრიტიკაზე, დიდი ბოდიში და, უარს ვერ ვიტყვით".
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
კომენტარები