ჯანდაცვის სამინისტრო წამლის ეროვნულ ლაბორატორიას ქმნის, რომელის ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარიხს შეისწავლის. ამის შესახებ მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა.

"ამ დრომდე მედიკამენტების ხარისხის შემოწმებისთვის ჩვენ გვიწევს ევროპის ლაბორატორიებისთვის მიმართვა, რაც მნიშვნელოვანი ბარიერია მედიკამენტების ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის. წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთოხების და ეფექტურობის გარდა, ფასის რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

ზემოხსენებული კონტროლის პროცესები იქნება მაქსიმალურად ინტენსიური და გამჭვირვალე, რათა საბოლოოდ დასრულდეს კულუარული ლობირება, რომელიც სრულებით არ ემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სხვა დეტალებზე მინისტრს დღეს არ უსაუბრია