1-ლი მაისიდან, საბურთალოს 20-მდე ქუჩასა და 2 გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება
1-ლი მაისიდან, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. იგი შეეხება ამ გამზირების მიმდებარე ქუჩებსაც. ესენია:
- ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა;
- მიხეილ შავიშვილის ქუჩა;
- ვარლამ თოფურიას ქუჩა;
- მარიჯანის ქუჩა;
- დავით თავხელიძის ქუჩა;
- პეტრე ქავთარაძის ქუჩა;
- ირინე სხირტლაძის ქუჩა;
- კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩა;
- მიხეილ ასათიანის ქუჩა;
- ანა ანტონოვსკაის ქუჩა;
- გიო ხუციშვილის ქუჩა;
- იონა ვაკელის ქუჩა;
- ტანძიის ქუჩა;
- ოთარ ჭილაძის ქუჩა;
- ტაშკენტის ქუჩა;
- ადამ მიცკევიჩისა ქუჩა;
- ჯანო ბაგრატიონის ქუჩა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის ამ ტერიტორიაზე სულ 2 009 ადგილია გამოყოფილი.
პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა, შემდეგ კი ერთი საათი ერთი ლარი ეღირება. პარკირება უფასოა შშმ პირებისა და ელექტრომობილის მფლობელებისთვის.
ზონალური პარკირების სივრციდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებლებს, ან ადამიანებს, ვისაც ამ ტერიტორიაზე უძრავი ქონება გააჩნიათ, უფლება აქვთ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე უფასო პარკირებით ისარგებლონ.
"ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებმა ან უძრავი ქონების მფლობელმა პირებმა, უფასო პარკირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე — www.tp.ge, სადაც ID ბარათის ელექტრონულ წამკითხველში დაფიქსირების შემდეგ, აღინიშნება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მისი საკადასტრო კოდი. აპლიკაციის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელი შეძლებს, საკუთარი სატრანსპორტო საშუალება თავისივე საკადასტრო კოდს დაუკავშიროს", — ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.
მერიაში აცხადებენ, რომ ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე საინფორმაციო ჯიხურებია განთავსებული, სადაც მოქალაქეები ავტომობილების დარეგისტრირებას შეძლებენ.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები