დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მუშავდება ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ვაქცინაციის ოფიცრების გადამზადებას, რაშიც ახალგაზრდები იქნებიან ჩართული.

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას ამ პროცესში, ვინაიდან გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანი შეფერხებები არსებობს რეგისტრაციასთან მიმართებაში, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების არ არიან სათანადოდ უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, ზოგჯერ, რიგ შემთხვევაში ტექნოლოგიურად, რათა მათ მოახდინონ რეგისტრაცია ამ პლატფორმაზე, აქედან გამომდინარე ვამუშავებთ კიდევ დამატებით ახალ პროექტს, რომელიც გულისხმობს ვაქცინაციის ოფიცრების გადამზადებას, სადაც ჩართული იქნებიან ახალგაზრდები და ისინი კარდაკარის პრინციპით მოახდენენ როგორც ინფორმირებას, ასევე ჩვენი მოქალაქეების რეგისტრაციას", — განაცხადა ტიკარაძემ.

27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 909, ხოლო გარდაიცვალა — 17 ადამიანი.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 305 850-ს, გამოჯანმრთელდა — 287 938, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 4 060 ადამიანი.

სულ 6 ოქტომბრიდან — 26 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 24 521 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 266 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 18 781 პირი, აჭარაში — 2 475, იმერეთში — 1 669.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: