პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი განმარტავს, რატომ გაუჭირეს მხარი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ქართული ოცნების წარდგენილ კანდიდატს. ელისაშვილის თქმით, მისი ოპოზიციონერობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ "არაფერი არ უნდა მოგწონდეს".

"ჩვენს პარტიას რაც არ მოგვწონდა და არ მოგვწონს ქართულ პოლიტიკაში არის რაღაცა ყალბი წესები, ფარისევლობა, რომელიც არის დამკვიდრებული, რომ რადგანაც ხარ ოპოზიციაში, არაფერი არ უნდა მოგწონდეს და თუ შინაგანადაც ეთანხმები, მაშინაც კი რაღაცა შარს უნდა ეძებდე [...]

განსხვავებით 99%-სგან, თუნდაც ქართული ოცნების ლიდერების ან ზოგადად, ქართველი პოლიტიკოსების, ის არის ძალიან კორექტული ადამიანი. ჩვენც ვიხსენებდით და ვერ გავიხსენეთ, ვერც ვერავინ გაიხსენებს, თუნდაც ოპოზიციისადმი მის აგდებულ კომენტარებს, ან განცხადებებს, ან და დამოკიდებულებას. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გავიგეთ მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ, რომ თალაკვაძეს ჩაანაცვლებდა კუჭავა, ჩვენ ვიმსჯელეთ და ვთქვით, რომ რახან არაფერი ამ კაცის საწინააღმდეგო არა გვაქვს, რახან ოპოზიციაში ვარ ამიტომ ტყუილ შარს ხო არ მოვდებ ვინმეს?!", — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ 86 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

გაიგეთ მეტი: