ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სინოფარმით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეიდან, 27 აპრილიდან იწყება.

"გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის დღეს 20:00 საათზე გაიხსნება პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ამ ვაქცინაზე ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველი გახლავთ ის, რომ არსებობს არაერთი კვლევა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის სინოფარმი არის უსაფრთხო ვაქცინა და შესაბამისად საბჭო დაეყრდნო ამ საერთაშორისო გადაწყვეტილებას და საშუალებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ აიცრან სინოფარმით", — განაცხადა ტიკარაძემ.

ვაქცინაზე რეგისტრაცია პორტალ moh.gov.ge-ზეა შესაძლებელი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 16 აპრილს განაცხადა, რომ ჩინური ვაქცინა სინოფარმის ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აპრილის ბოლოს იყო დაგეგმილი, საქართველოში ვაქცინის ადმინისტრირება კი მაისის დასაწყისიდან დაიწყება.