ჯაფარიძე: ამ პარლამენტს აქვს ერთადერთი, დროებითი ფუნქცია — შეასრულოს ის, რაც წერია შეთანხმებაში
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტის ერთადერთი, დროებითი ფუნქცია ისაა, რომ შეასრულოს ის, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტში წერია. მისი თქმით, ამ პარლამენტის ფუნქციაა, რომ ქვეყანა შემოდგომის არჩევნებისთვის მოამზადოს.
"ამ პარლამენტს ახლა, ამ წუთში შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ აქვს ერთადერთი ფუნქცია, ეს არის დროებითი ფუნქცია, რომ შეასრულოს ის, რაც წერია იმ ტექსტში. ეს არის — პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემაში ცვლილების განხროციელება, ცვლილებები მართლმსაჯულების სისტემაში, რომლისაც მაინცდამაინც, არ მჯერა, მაგრამ რადგან ჩვენს მედიატორებს და არასამთავრობო სექტორს სჯერა, ეგ არის გასაკეთებელი, ძალაუფლების განაწილება.
საბოლოო ჯამში, ამ პარლამენტის ერთადერთი ფუნქციაა, რომ ეს ქვეყანა მოამზადოს შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნებისთის იმიტომ, რომ ეს არჩევნები, გვინდა არ გვინდა, მოგვწონს არ მოგწვონს, რა ფორმითაც გამოვიდა, იქცა რეფერენდუმად. საბოლოო ჯამში, როცა ამას გააკეთებს, ამ პარლამენტის ფუნქცია ამოიწურება", — თქვა მან.
მისივე თქმით, არანაირი კრიზისი განმუხუტული არ არის და ეს დამოკიდებული ვერ იქნებოდა იმაზე, პარლამენტში ვინმე შევიდოდა თუ არა.
"კრიზისს რაც შეეხება, არანაირი კრიზისი განმუხუტული არ არის. კრიზისი არ იყო დამოკიდებული იმაზე, ამ დარბაზში შემოვიდოდა ვინმე თუ არა, ეს არაფერს არ ცვლის საერთოდ. კრიზის არის გარეთ ადამიანები და მთავარი კრიზისი არის იმაში, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს და მათ შორის, ახალგაზრდებს აღარ აქვთ რწმენა, რომ აქ შეიძლება ღირდეს დარჩენა, ცხოვრება და ყველა არის გაქცევაზე.
ეს არის მთავარი კრიზისი. მანამ, სანამ გარეთ ადამიანებს იმედი არ გაუჩნდებათ, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება, რაღაც გამოვიდეს, არ გადაწყვეტენ, რომ აქ ღირს ცხოვრება, შვილების გაჩენა, რაღაცების გაკეთება, ეს კრიზისი დაძლეული არ იქნება, მიუხედავად იმისა, 2 პარლამენტარი შემოვა თუ 22, ეს არაფერს არ შეცვლის", — თქვა მან.
6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ 27 აპრილს ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში მივიდა. პარლამენტში პირველად მივიდნენ: ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია, გირჩი — მეტი თავისუფლება, ასევე, ინდივიდუალურად არიან სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე. პარლამენტში არ არიან და დოკუმენტს ხელს არ აწერენ ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი.
საკანონმდებლო ორგანოში უკვე არიან გირჩი და მოქალაქეები. მათგან ალეკო ელისაშვილის პარტია უკვე მონაწილეობს საპარლამენტო საქმიანობაში, ხოლო ხვიჩია, მეგრელიშვილი და რაქვიაშვილი აცხადებენ, რომ მხოლოდ საპარლამენტო ტრიბუნას გამოიყენებენ, ასევე, ისარგებლებენ იარაღის ტარების უფლებითა და დეპუტატის იმუნიტეტით.
პარლამენტში მისული ოპოზიცია დღეს, სავარაუდოდ, ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს, რომელიც შეთანხმების თანახმად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეეხება. თუმცა საუბარია იმაზეც, რომ გათავისუფლდებიან სამართალდამცავი უწყების ის წარმომადგენლებიც, რომლებმაც 20 ივნისის აქციაზე ძალას გადაამეტეს. ასევე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალების აქტს გამოსცემს.
თავდაპირველად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეთანხმებაში გათვალისწინებულ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოზე უარი განაცხადა, თუმცა 26 აპრილს მან გირაოთი გათავისუფლებაზე მზადყოფნა გამოთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის კანონს უკან გაითხოვენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა 19 აპრილს მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები