აშშ-მ ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემის, M-SHORAD-ის ტესტირება დაიწყო. ახალი სისტემა მოკლე მანძილზე თავდასაცავადაა შემუშავებული.

პირველი შენაერთები მეხუთე ბატალიონს და მეოთხე საჰაერო თავდაცვის საარტილერიო პოლკს (5-4 ADA) გადაეცემა. ხსენებული ბატალიონი ამჟამად გერმანიაშია განწესებული.

ეს სისტემა სხვადასხვა საჰაერო საფრთხეების წინააღმდეგ იქნება მიმართული, როგორიცაა; უპილოტო თვითმფრინავი და რაკეტები. პროექტი 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.

აღსანიშნავია, რომ M-SHORD-ის სისტემა რეკორდულად პატარა დროში შეიქმნა. მთლიანობაში პროექტი ერთ წელიწადში განხორციელდა. ეს ბოლოდროინდელი სამხედრო კვლევების მაღალ ხარისხზე მეტყველებს. რაც შეეხება თავად ტესტირებას, ის დაახლოებით 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს ახალი სისტემები აშშ-ს არმიის თავდაცვის შესაძლებლობებს მკვეთრად გაზრდის და განსაკუთრებულად გამოსადეგი იქნება სამხედრო დრონების წინააღმდეგ.