ფრენსის მაკდორმანდი ოსკარზე სამადლობელი სიტყვის ბოლოს მგელივით აყმუვლდა
2021 წლის ოსკარების ცერემონია პირველი დაჯილდოვება არ არის, სადაც ფრენსის მაკდორმანდმა სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა. მას უკვე ჰქონდა 2 ოსკარი ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის. ალბათ გახსოვთ, 2018 წელს მისი ექსტრავაგანტული გამოსვლა, როდესაც ყველა ქალ ნომინანტს, სხვადასხვა კატეგორიებში, ფეხზე წამოდგომა სთხოვა და პროდიუსერებს, მოუწოდა თითოეულ მათგანთან ემუშავათ და მათთვის ახალი შესაძლებლობები მიეცათ.
ფრენსისმა მესამე ოსკარი აიღო ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში Nomadland. მისი სამადლობელო სიტყვა ამჯერად ძალიან მოკლე იყო, თუმცა მას სცენაზე ამოსვლა მეორედ მოუწია, როდესაც Nomadland-მა წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა.
ფრენსისს იმიტაციის ნიჭი სწორედ აქ გამოვლინდა. "ეს ვულფს ეძღვნება", — განაცხადა მსახიობმა და მგელივით დაიწყო ყმუილი.
დარბაზში ამ საქციელმა მხიარული რეაქცია გამოიწვია, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფრენსისის ამ ჟესტის უკან ტრაგიკული ისტორია იმალება.
ხმის რეჟისორი მაიკლ ვოლფ სნაიდერი, რომელიც მოხეტიალეთა მიწის გადაღებებზე მუშაობდა, გარდაცვლილი იპოვეს. იგი წლების განმავლობაში ებრძოდა დეპრესიას და ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. სწორედ მას მიუძვღვნა ფრენსისმა ეს ემოციური გამოსვლა.
"მაიკლს ძალიან გაუჭირდა თვითიზოლაციაში ცხოვრება", — ამ ტექსტით გამოაქვეყნა განცხადება სოციალურ ქსელში, მაიკლის მამამ, დევიდ სნაიდერმა. "მას ძალიან უხაროდა ფილმის წარმატება და ბევრ მხიარულ ისტორიას გვიყვებოდა გადაღებიდან", — თქვა მან.
ფილმის რეჟისორს ქლოა ჭაოს ვოფლთან ერთად სხვა ფილმებზეც უმუშავია. მან ხმის რეჟისორზე ინტერვიუში ისაუბრა: "ყველა ლოკაციაზე გადაღების დასრულების შემდეგ, ჩუმად ვისხედით და ბუნების ხმებით ვტკბებოდით, მე ის მუდამ მომენატრება"
თავის სიტყვაში ფრენსისმა მაყურებელს მოუწოდა, რომ აუცილებლად ნახონ წლევანდელი ფილმები კინოთეატრებში, მეგობრებთან ერთად. ქართველი მაყურებლისთვის მოხეტიალეთა მიწის ნახვა კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
კომენტარები