ილონ მასკმა აღნიშნა, რომ მარსის კოლონიზაცია მარტივი არ იქნება და შესაძლოა, მას ადამიანები შეეწირონ. მან ეს განცხადება იმას მოაყოლა, თითქოს მარსი მდიდარი ადამიანებისთვის კომფორტული გაქცევის საშუალება იყოს.

"მარსის მისია მარტივი და კომფორტული არ იქნება. სავარაუდოდ, მარსზე ისეთი კარგი საკვები არ იქნება, როგორიც დედამიწაზეა. შესაბამისად, პლანეტაზე მოგზაურობაც რთული იქნება. ამიტომ, ჩვენ მსურველები უნდა გავაფრთხილოთ, რომ მათ სიცოცხლეს, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას. გულწრფელად რომ გითხრათ, შესაძლოა, თავიდან პლანეტაზე ადამიანები დაიღუპონ კიდევაც." — თქვა ილონ მასკმა, Xprize-ის კონკურსის თავმჯდომარესთან, პიტერ დიამანდისთან საუბრისას.

თუმცა, მასკმა ისიც აღნიშნა, რომ მარსზე მოგზაურობა გასაოცარი იქნება და რთულია ამ ყველაფრის სიტყვებით აღწერა.

პიტერ დიამანდისთან საუბარში, მასკმა ხაზი იმასაც გაუსვა, რომ მარსზე მხოლოდ მდიდრები ვერ მოხვდებიან. მისი თქმით, ამისთვის დიდი გამბედაობა და "ავანტიურიზმი" იქნება საჭირო.