საქართველოს ბანკი მომხმარებელს სრულად ციფრულ, პრაქტიკულ გადაწყვეტილებას — ონლაინ განვადებას სთავაზობს
საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი სმარტ ფუნქციონალზე დაყრდნობით განახლებულ, მარტივ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებას- ონლაინ განვადებას ნერგავს. პროდუქტის მიზანია მზარდი ონლაინ გაყიდვების ფონზე მხარი დაუჭიროს ბიზნესს გაძლიერებისთვის და მას ახალი შესაძლებლობა შეუქმნას. ამავდროულად, მომხმარებელს უფრო მოქნილი, კომფორტული და მთლიანად ციფრული გამოცდილება შესთავაზოს.
ამიერიდან საბუთებისა თუ გრძელი განაცხადების წარდგენა აღარ არის საჭირო. საკმარისია, მარტივი პროცედურის გავლა. კერძოდ, ონლაინ მაღაზიაში სასურველი ნივთის შერჩევის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს განვადების მისთვის მისაღები ვადა და ყოველთვიური შენატანის ოდენობა. განვადების მოთხოვნისთვის კი მომხმარებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზევე ჩაშენებულ საქართველოს ბანკის ონლაინ განვადების პლატფორმაზე (მისივე იუზერითა და პაროლით). განაცხადზე პასუხს კი მომენტალურად მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ რიგ შემთხვევებში, პასუხის მიღების შემდგომ ეტაპზეც კი, შესაძლებელია არჩეული პირობების შეცვლა და მყიდველის სურვილის მიხედვით მორგება. ასევე, მომხმარებელს განვადებისას აქვს შესაძლებლობა, ნივთის ღირებულების ნაწილი თანხა საკუთარი ფულით, ნაწილი კი განვადებით გადაიხადოს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს, გარკვეული მიზეზით განვადების გაუქმების სურვილის შემთხვევაში, აქვს შესაძლებლობა, ყოველგვარი დამატებითი საბუთების წარმოდგენის გარეშე, მარტივად მოითხოვოს განვადების გაუქმება და ეს პროცედურა მობილბანკიდან (განვადების გაფორმებიდან რამოდენიმე დღის ვადაში) განახორციელოს. ასევე, მობილბანკიდანვე აკონტროლოს განვადებების ისტორია და გრაფიკი.
რაც შეეხება მერჩანტებს, აღნიშნული პროდუქტის საკუთარ პლატფორმაზე ინტეგრირება მაქსიმალურად გამარტივებულია. გარდა ამისა, ონლაინ განვადების ფარგლებში ბანკი ბიზნესს მიზნობრივ მომხმარებელთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეთავაზებული პროდუქტის ონლაინ გაყიდვების ზრდას და ბიზნესის გაძლიერებას.
"ონლაინ განვადების პროდუქტი მსოფლიოში წამყვანი და წარმატებული განვადებების გამოცდილებაზე დაფუძნებით შეიქმნა. შესაბამისად, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ როგორც მომხმარებლის, ასევე მერჩანტების საჭიროებები და ინტერესები და მაქსიმალურად მოვარგეთ მათ. აღნიშნული განვადების ფარგლებში, მომხმარებელი სასურველი პროდუქტის ყიდვას სწრაფად, მარტივად, კომფორტულად, სახლიდან გაუსვლელად, ბანკთან და მაღაზიასთან კონტაქტის გარეშე და მისთვის ხელსაყრელი პირობებით შეძლებს. მერჩანტები კი პირველ რიგში პროდუქტის საკუთარ პლატფორმებზე ინტეგრირებას, და ამავდროულად, პოტენციურ მყიდველთან დაკავშირებას შეძლებენ. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ბიზნესისთვის ახალი გადაწყვეტილებების შეთავაზებას", — განაცხადა ნინო ხორგუანმა, საქართველოს ბანკი საცალო სეგმენტის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
კომენტარები