საპატრიარქოს პრეს-მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტება განუცხადა, რომ ისინი გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებენ:

"საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა მისი უწმინდესობის და საქართველოს პრემიერ მინისტრის ბატონი გიორგი კვირიკაშვილის. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, დიდი ჯგუფი ეკლესიის მღვდელმთავრების. ხელისუფლებისგან შეხვედრაზე იმყოფებოდა გენერალური პროკურორი, ჩვენ მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რაც ეხება დეკანოზ მამა გიორგის. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურებს, გვჯერა რომ ისინი ობიექტურად შეისწავლიან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც იქნება აბსოლიტურად დამაჯერებელი".

ბოტკოველის განცხადებით, სინოდის წევრებს სურდათ ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ გამოძიებისაგან და სწორედ ამიტომ მივიდა პროკურორი შეხვედრაზე:

"ბატონი ირაკლი იმყოფებოდა საპატრიარქოში, ახლაც იქ არიან. მათ იმსჯელეს ამ საკითხებზე და რამდენადაც შესაძლებელი იყო და რამდენადაც აუცილებელი იყო სინოდის წევრებისთვის მისი უწმინდესობისთვის ინფორმაციის გაზიარება, საგამოძიებო სტრუქტურებმა ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს. ჩვენ რა თქმა უნდა ამ წუთისთვის ვერ შევაფასებთ, ვერ ვიტყვით მამა გიორგის ბრალეულობის საკითხს. უნდა დაველოდოთ გამოძიებას და იმ დასკვნას, რომელსაც დადებს საგამოძიებო სტრუქტურა".

ილია მეორესთან შეხვედრა გრძელდება. მას პრემიერი, გენერალური პროკურორი, ვიცე პრემიერები და სინოდის წევრები ესწრებიან.