ამერიკაში სეხნიებმა სახელისთვის ბრძოლა გამართეს
ქალაქ ლინკოლნში ასობით ადამიანი საუცხოო სანახაობისთვის შეიკრიბა: სულ მცირე 50 ადამიანი, სახელად ჯოში საკუთარი სახელის დასაცავად "დაუნდობელ" ბრძოლაში ჩაერთო, რადგან სამყაროს მხოლოდ ერთი ჯოში სჭირდება.
ამ ბრძოლის ისტორია, რომელიც მომავალ თაობებს კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ, 1 წლის წინ, Facebook-ზე დაიწყო, როდესაც ბრძოლის ორგანიზატორმა ჯოშუა სვეინმა უცნობი თანამოსახელეები ფეისბუქ ჩატში შეკრიბა და მოწინააღმდეგეები რთული გამოწვევის წინაშე დააყენა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ჯოშუა საკუთარ სახელს ონლაინ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში ვერ იყენებდა, რადგან ბევრი თანამოსახელე ჰყავდა. პანდემიაში მოწყენილმა კი ამ საკითხის გადასაწყვეტად მშვენიერი ხერხი მოიფიქრა.
"ვინც მოიგებს, სახელის ტარების უფლებას შეინარჩუნებს. დანარჩენებმა სახელი უნდა შეიცვალონ", — განუცხადა საერთო ჩატში შეკრებილ თანამოსახელეებს ორგანიზატორმა.
თავდაპირველად ეგონა, რომ 1 წლის შემდეგ ღონისძიებას არავინ დაესწრებოდა, მაგრამ გადაწყვიტა, ბედი მაინც ეცადა და არც შემცდარა: სათამაშო იარაღებით აღჭურვილი და მებრძოლის ფორმებში გამოწყობილი ადამიანები დათქმულ ადგილას ქვეყნის სხვადასხვა წერტილიდან ჩამოვიდნენ. ბრძოლის მონაწილეები სახელის შენარჩუნებასთან ერთად, ომაჰაში არსებული ბავშვთა ჰოსპიტალისთვის ფულის შეგროვებასაც ისახავდნენ მიზნად.
თავდაპირველად ჯოშს ბრძოლის გამართვა სხვა ჯოშ სვეინებთან უნდოდა, თუმცა ასეთი მხოლოდ ერთი გამოცხადდა. სხვა თანამოსახელეებთან ბრძოლის შემდეგ, ორი ჯოშ სვეინი ერთმანეთს განსაკუთრებულ თამაშში, ე.წ. "ჯეირანში" დაუპირისპირდა. გამარჯვება ორგანიზატორმა მოიპოვა.
სახალისო ღონისძიება კოვიდრეგულაციების დაცვით განხორციელდა. ორგანიზატორმა მონაწილეები პირბადეებით უზრუნველყო.
საბოლოოდ, სეხნიების ბრძოლაში 4 წლის ჯოშ ვინსონმა გაიმარჯვა. გამარჯვებულს დიდი გვირგვინი და ჩემპიონის ქამარი გადაეცა. ეს გამარჯვება სიმბოლური აღმოჩნდა, რადგან პატარა ჯოში სწორედ იმ ბავშვთა ჰოსპიტალში მკურნალობდა, რომლისთვისაც მონაწილეები ფულს აგროვებდნენ. ქველმოქმედებისთვის ამ ეტაპზე $11 000-ზე მეტია შეგროვებული.
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე ჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე
კომენტარები