სარკის წინ სიმღერა უცნაური არ არის, ზოგი მასთან საუბრობს კიდევაც, მაგრამ როგორ წესი, ეს უკანასკნელი არ რეაგირებს ხოლმე. თუ არ ჩავთვლით ზღაპრებს, ისინი თითქმის არასდროს გვპასუხობდნენ. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დღეს სარკეც ალაპარაკდა.

დიახ, დღეს უკვე არსებობს ისეთი სარკეები, რომლებთანაც კომუნიკაცია შეგვიძლია. ისინი ჩვენს ხმაზე რეაგირებენ, გააჩნიათ სენსორები, ჩაშენებული აქვთ დინამიკები და Bluetooth სისტემაც, რითაც სხვა მოწყობილობებსაც უკავშირდებიან.

სწორედ ასეთ სარკეს გვთავაზობს Viio ეს ჭკვიანი სარკე თქვენს სმარტფონს Bluetooth-ით უკავშირდება, რაც მას მულტიფუნქციურს ხდის. სარკით შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკას, უპასუხოთ შემოსულ ზარებს, გაადიდოთ გამოსახულება და ბევრი სხვა.

ამასთან, სარკის სენსორებით შეგიძლიათ გამოსახულების სიმკვეთრე აკონტროლოთ და მეტიც, ფერებიც კი შეცვალოთ.

და რაც მთავარია, სააბაზანოს პრობლემები — Viio-ს ჭკვიანი სარკე სააბაზანოში ნამდვილად გამოგადგებათ. სარკეს ორთქლთან "ბრძოლაც" შეუძლია, რაც ნიშნავს, რომ ბანაობისას სარკე არასდროს დაგეორთქლებათ.

ერთი სიტყვით, დღეს ჭკვიანი მოწყობილობები თითქმის ყველაფერში გვხვდება, მათ შორის სარკეებშიც. შესაბამისად, შეკითხვაზე "სარკევ, სარკევ, მითხარი ვინ არის ყველაზე ლამაზი?!", ნუ გაგიკვირდებათ თუ სარკე გიპასუხებთ და თავი ნურც ზღაპარში გეგონებათ.

რუბრიკის სპონსორია ტექნიკის მაღაზიათა ქსელი გრანდ ელექტრონიქსი. გრანდ ელექტრონიქსი SHARP-ის, TOSHIBA-ს, Mitsubishi Electric-ის, Midea-ს, Ardesto-ს, Warmhaus-ისა და სხვა პრემიუმ თუ დაბალბიუჯეტური ბრენდებით სახლის ტექნიკით აღჭურვასა და კომფორტის შექმნაში დაგეხმარებათ.

თქვენთვის სასურველი საოჯახო ტექნიკის ყიდვა შესაძლებელია გრანდ ელექტრონიქსის ხუთ ფილიალში: საბურთალოს სითი მოლის, ისთ ფოინთის, მეგალაინის სავაჭრო ცენტრებში და გლდანისა და ვარკეთილის ფილიალებში, აგრეთვე 24/7-ზე გრანდ ელექტრონიქსის ვებგვერდის საშუალებით.