ყინულოვანი, სასტიკი და უსიცოცხლო - შეიძლება ასე დაახასიათონ ადამიანებმა სატურნის მთვარე ენცელადი, თუმცა ნასას კასინის ზონდის მიერ გადაღებული ფოტო სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

"კასინის მისიის განმავლობაში ჩატარებულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ 504 კილომეტრის დიამეტრის მქონე ენცელადს ყინულოვანი ქერქის ქვეშ გლობალური ოკეანე და სხვა ჰიდროთერმული აქტივობებიც შეიძლება ჰქონდეს. რადგანაც მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ თხევადი წყალი უმთავრესი ინგრედიენტია სიცოცხლისათვის, მზის სისტემაში სიცოცხლის საძიებლად სამომავლო მისიების საძიებო არეალი შესამჩნევად შევიწროებული იქნება“. - აცხადებენ NASA-ში.

კასინის კოსმოსურმა ზონდმა თავისი ვიწროკუთხოვანი კამერა და მწვანე ფილტრი გამოიყენა ამ ფოტოს გადასაღებად. ენცელადის ნახევარსფერო სატურნს უყურებს. ფოტო 2016 წლის 27 ნოემბერს გადაიღეს, თუმცა, ნასამ ის ამ წლის 6 თებერვალს გამოაქვეყნა. ხომალდი ამ დროს ენცელადისგან 129 000 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა.

ფოტო: NASA/JPL-Caltech/Space Science Institute

კასინის მისია 1997 წელს დაიწყო და მას ტრიუმფალური დასასრული 2017 წელს ექნება. ზონდი 20 წლის განმავლობაში იღებდა ირმის ნახტომის სხვადასხვა ადგილებს.

კასინის ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია კალტექი (კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი) მართავს. ის ნასას, ევროპული კოსმოსური სააგენტოსა და იტალიური კოსმოსური სააგენტოს საერთო პროექტია.