საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს საპატრიარქოში მივიდა. ის დღეს, 11 საათზე დაწყებულ შეხვედრას შეუერთდა, რომელსაც ილია მეორე სასულიერო პირებთან დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით მართავს.

ილია მეორე გერმანიიდან გუშინ, 20 თებერვალს საღამოს ჩამოვიდა. მისი გერმანიაში ყოფნის დროს დეკანოზი გიორგი მამალაძე ადამიანის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.