ვაშაძე: თალაკვაძის გადადგომა ნიშნავს, რომ "ოცნება" თავს დამარცხებულად მიიჩნევს და ერთ-ერთი მომლაპარაკებელი დასაჯა
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა ნიშნავს, რომ ქართული ოცნება მოლაპარაკებებში თავს დამარცხებულად თვლის და ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი დასაჯა ამისთვის.
"მე ვფიქრობ, ეს არის პასუხი ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის ან ოპოზიციური პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც გულით უნდა, რომ ეს შეთახნმება საკუთარ მარცხად გააფორმოს. დღევანდელი დღით ცხადად დადასტურდა, რომ ქართული ოცნება ოცნება ფიქრობს, რომ ის დამარცხდა ამ მოლაპარაკებებში, მას მოუწია ძალიან ბევრ კომპომისზე წასვლა და ვფიქრობ, ეს კარგია ჩვენი ქვეყნისთვის", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.
მისი განმარტებით, ქართული ოცნება შეთანხმებას თავის მარცხად მიიჩნევს, რადგან მოუწია პოლიტიკური მართლსაჯულებისა და საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემის საკითხი ეღიარებინა. ასევე, მარცხად მიიჩნევს იმას, რომ საარჩევნო კომისიებში მონოპოლიები დაკარგა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი დაკარგა.
კითხვაზე, რატომ უნდა დაესაჯათ ამის გამო თალაკვაძე, როცა ამ პროცესში ის არ იქნებოდა მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები პირი, ვაშაძე პასუხობს:
"მე პირდაპირ გეტყვით, რომ თალაკვაძე ამ პროცესში გაცილებით უფრო მეტად იყო შეთანხმებაზე ორიენტირებული, ვიდრე კობახიძე. ეს არის სიმართლე და რეალობა. ვის მეტი გავლენა ჰქონდა და ძალაუფლება, ეს ცალკე საკითხია".
დღეს, 24 აპრილს არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. წასვლის მიზეზად ის დაასახელა, რომ აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკებების პროცესში როგორც მხარე, პარლამენტის სპიკერი კი მიუკერძოებელი უნდა იყოს.
"ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე", — განაცხადა მან ბრიფინგზე.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თალაკვაძემ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად მან კახა კუჭავა წარადგინა და აღნიშნა, რომ თალაკვაძე ვიცე-სპიკერი გახდება.
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
კომენტარები