ჰესის მოწინააღმდეგეები მთავრობის პასუხს მათი მოთხოვნების არდაკმაყოფილებად აფასებენ
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ხელისუფლების პასუხი მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობაა და პასუხად ისინი აქციებს მიიღებენ. აქტივისტ ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დღესვე სხვადასხვა ქალაქში 4 საათზე აქციები გაიმართება, 23 მაისს კი აქციას აანონსებენ თბილისში.
"განცხადება, რომელიც ვიხილეთ მთავრობისგან, რა თქმა უნდა, პირდაპირ არის დაუკმაყოფილება ჩვენი მოთხოვნების. მოთხოვნები, რომელიც ლოგიკურად გამომდინარეობდა უმნიშვნელოვანესი აღიარებიდან, რომელსაც მივაღწიეთ პარასკევს მთავრობასთან შეხვედრისას. მათ აღიარეს, რომ დიალოგი გაიმართება მხოლოდ იმ ფორმატში, სადაც ორივე პოზიცია, მომხრეების და მოწინააღმდეგეების დათმობილია და შეიძლება ჰესი არ აშენდეს, ან შეიძლება აშენდეს, მაგრამ ამას დიალოგი გაარკვევს.
შესაბამისად, იმ განცხადებებას, რომელიც თითქოს შერბილებულ პოზიციას გამოხატავს ხელისუფლებისას ჩვენ ვკითხულობთ ისე, რომ იმავე პოზიციაზე დგანან — ჰესი აშენდება და ცდილობენ ვექტორის გადატანას ისე, რომ მოხდეს პროტესტის დეესკალაცია არა ბუნებრივად, არამედ ხელოვნურად", — განაცხადა აქტივისტმა, რამაზ ნოზაძემ.
აქტივისტების მოთხოვნები და ხელისუფლების პასუხი
რიონის ხეობის აქტივისტები ხელისუფლების მხრიდან პირობებზე პასუხს ერთი კვირის განმავლობაში ელოდნენ. ამბობდნენ, რომ სამივე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სხვადასხვა ქალაქში მასშტაბურ აქციებს გამართავდნენ. ისინი ითხოვდნენ, მოიხსნას ბარიკადები, რომ მიეცეთ ნამოხვანისკენ გადაადგილებისა და იმავე სივრცეში პროტესტის გაგრძელების საშუალება, ასევე, კომპანია ENKA-მ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეაჩეროს.
დღეს, 24 აპრილს მთავრობამ ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ:
- ენკასთან დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს;
- მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი;
- მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, თუმცა კომპანია პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს გააგრძელებს;
- ნამახვანჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის ბარიერებს;
აქტივისტებს კარვის გასაშლელად ადგილს შეარჩევინებენ.
რამდენიმეთვიანი უწყვეტი პროტესტის, ნამახვანში კარვების დაშლის, სოფლამდე მისასვლელი გზის გადაკეტვის და პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ 16 აპრილს სამთავრობო გუნდი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებს შეხვდა. შეხვედრა მოულოდნელად, მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა, თუმცა ამას წინ უძღოდა საპატრიარქოს მოწოდება მოლაპარაკების აუცილებლობაზე.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით აქტივისტებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, ორი გუბერნატორი და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები შეხვდნენ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები