აფხაზეთის ომში დაკარგულები — ოკუპირებული ტერიტორიიდან 13 ადამიანის ცხედარი გადმოასვენეს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 90-იანების შეიარაღებული კონფლიქტის დროს უზგო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 13 ადამიანის ცხედარი გადმოასვენეს. დაღუპულთაგან 6 სამხედროა, ხოლო 7 სამოქალაქო პირი.
დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 24 აპრილს ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.
ტაძარში დღეს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილი. მათი ნაწილი ამბობს, რომ არც კი იცოდნენ, სად იყო ახლობლების საფლავები და დახმარებისთვის წითელი ჯვრის მადლიერების არიან.
ნუგზარ ჩოხელმა აფხაზეთის ომში 27 წლს შვილი დაკარგა. როგორც ამბობს, მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ.
"ვამაყობ იმით, რომ ჩემი შვილი არის გმირი და ვასაფლავებ გმირთა სასაფლაოზე. დიდი მადლობელი ვარ წითელი ჯვრის, ვინც ეს კეთილი საქმე გააკეთა და საერთოდ ყველას, ვინც ეს სასიკეთო საქმე გააკეთა", — ამბობს ნუგზარ ჩოხელი.
წლების შემდეგ დედის ცხედრის გადმოსვენება შეძლო მზია მიქაძემ. მისი თქმით, აფხაზეთის დაცემის დღეს ის აფხაზებმა დაცხრილეს.
"სავარაუდოდ ვიცოდით, სად იყო დასაფლავებული. ხუთი წლის წინ დაგვიკავშირდნენ სამხარაულიდან და აგვიღეს დნმ-ის ანალიზი დედაჩემისგან, ჩემგან, ჩემი დისგან, ჩემი ძმისგან. სიმართლე გითხრათ არც ველოდით. გაოცებულები ვართ. მადლობა წითელ ჯვარს, რომ ასეთი სასწაული გააკეთეს", — ყვება მზია მიქაძე.
ომში დაღუპული ლევან ფუხაშვილის შვილი, გვანცა ამბობს, რომ სამი წლის იყო, როცა მამა საბრძოლველად წავიდა. მამა გაგრაში დაიღუპა, იქვე იპოვეს ცხედარიც.
"დედას დაურეკეს, დაახლოებით, ორი-სამი კვირის წინ, თუ არ ვცდები წითელი ჯვრიდან. ამხელა სევდასთან ერთად უდიდესი ბედნიერებაა, რომ მთელი ცხოვრებაა საფლავს მაინც ვნატრობდით", — ყვება მებრძოლის შვილი.
ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოასვენეს დავით ღვინცაძის ოჯახის სამი წევრი — ცოლის დედა, ბებია და ბაბუა. როგორც ყვება, სამივე მათგანი დახვრიტეს და თავისი სახლის ეზოში იყვნენ დასაფლავებულნი:
"მინდა წითელ ჯვარს, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ყურადღებისთვის, რომ გადმოასვენეს. მათ საფლავზე სანთლები უნდა აინთოს, მივა ჭირისუფალი, ჩვენ, შვილები, შვილიშვილები".
სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე.
ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 583 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 206.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები