Furbo — ჭკვიანი კამერა, რომელიც თქვენს ძაღლს ემეგობრება და სახლსაც იცავს
რას იტყვით სახლის ისეთ კამერაზე, რომლითაც ხედავთ თუ რა ხდება სახლში და მეტიც, კამერა თქვენს ძაღლს ემეგობრება?
დიახ, Furbo ჭკვიანი კამერაა, რომელიც თქვენს სახლს იცავს და ამასთან, ძაღლთან დისტანციური კომუნიკაციის საშუალებას გაძლევთ. როდესაც სახლში არ ხართ, კამერა 24 საათის განმავლობაში ახდენს მონიტორინგს და დაუპატიჟებელი სტუმრის გამოჩენის შემთხვევაში განგაშის ხმას გამოსცემს. რა თქმა უნდა, ამ შეტყობინებას სმარტფონით თქვენც იღებთ. ამასთან, კამერა სიბნელეშიც ხედავს და 1080p რეზოლუციას გთავაზობთ.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. თავში კამერის და ძაღლის მეგობრობა ვახსენეთ. ეს მნიშვნელოვანია!
Furbo-ს კამერას ორმაგი მიკროფონიც მოჰყვება, რისი გამოყენებითაც ნებისმიერი ადგილიდან თქვენს ძაღლთან კომუნიკაცია შეგიძლიათ. ამ ტექნოლოგიით თქვენს ძაღლს ხმას ნებისმიერი ადგილიდან გააგონებთ. ეს ძაღლისთვის ნამდვილად კარგია, მით უმეტეს, ისეთ შემთხვევებში, როდესაც სახლიდან დიდი ხნით გვიწევს გასვლა და ჩვენი ოთხფეხა მეგობარი უჩვენოდ იწყენს.
მხოლოდ ეს არ არის, Furbo-ს და თქვენი ოთხფეხა მეგობრის მეგობრობა ამით არ შემოიფარგლება. კამერას მისთვის მუსიკის ჩართვა შეუძლია და რაც მთავარია, მას საკვებითაც აჯილდოებს!
დიახ, Furbo ნამდვილად მულტიფუნქციურია, მასში ოთხფეხა მეგობრის საყვარელი საკვების მოთავსება შეგიძლიათ და მითითებულ მომენტში ის საჭმელს "გამოსტყორცნის". მეტიც, ძაღლის გამოკვება ნებისმიერ მომენტში დისტანციურადაც შეგიძლიათ. სმარტფონის გამოყენებით, რომლითაც კამერასთან იქნებით დაკავშირებული, თითის ერთი მოძრაობით Furbo თქვენს ძაღლს საჭმელს დაუყრის.
რუბრიკის სპონსორია ტექნიკის მაღაზიათა ქსელი გრანდ ელექტრონიქსი. გრანდ ელექტრონიქსი SHARP-ის, TOSHIBA-ს, Mitsubishi Electric-ის, Midea-ს, Ardesto-ს, Warmhaus-ისა და სხვა პრემიუმ თუ დაბალბიუჯეტური ბრენდებით სახლის ტექნიკით აღჭურვასა და კომფორტის შექმნაში დაგეხმარებათ.
თქვენთვის სასურველი საოჯახო ტექნიკის ყიდვა შესაძლებელია გრანდ ელექტრონიქსის ხუთ ფილიალში: საბურთალოს სითი მოლის, ისთ ფოინთის, მეგალაინის სავაჭრო ცენტრებში და გლდანისა და ვარკეთილის ფილიალებში, აგრეთვე 24/7-ზე გრანდ ელექტრონიქსის ვებგვერდის საშუალებით.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
კომენტარები