ლელოც განცხადებით, ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღდმეგება შარ მიშელის 5-პუნქტიან შეთანხმებას. ამასთან, პარტიაში აღნიშნავენ, რომ ეს არც საერთაშორისო კანონით დადგენილ ნორმებს და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან.

ლელოს ლიდერები ბრიუსელშო სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. ლელოში აცხადებენ, რომ მედიატორების შემოთავაზებულ დოკუმენტში წერია: "ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს".

პარტიაში განმარტავენ, რომ ამაზე დაყრდნობით მიიღეს თხოვნით მიმართეს ევროპარლამენტარებს მათი თავდებობით ნიკა მელიას განთავისუფლებასთან დაკავშირებით.

ქართული ოცნების დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების თავდებობით ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლა წინააღმდეგობაში მოდის შეთანხმების დოკუმენტთან. მანვე აღნიშნა, რომ მელიას აქვს დილემა: "გამოვა — ვაი, ვერ გამოვა — ვუი".