ჩეხეთის მხარდასაჭერად ბალტიისპირეთის ქვეყნები რუს დიპლომატებს აძევებენ. ამის შესახებ ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებებშია საუბარი.

2014 წელს იარაღის საცავის აფეთქებასთან კავშირის გამო ჩეხეთმა რუსი დიპლომატები გააძევა. რამდენიმე დღის წინ პერსონა ნონ გრატად 18 დიპლომატი გააძევეს. გარდა ამისა, ჩეხეთმა მოუწოდა რუსეთს, რომ საელჩოში დიპლომატების რაოდენობა გაანახევროს, მოგვიანებით კი დააზუსტა, რომ საელჩოს 63 თანამშრომელს გააძევებდნენ.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის საელჩოებში შვიდი დიპლომატი და 25 ტექნიკური და ადმინისტრაციული თანამშრომელი უნდა დარჩეს.