რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა შეწყვიტა. პოლიტიკოსის განცხადება მის ინსტაგრამზე გავრცელდა.

"ექიმები, რომლებსაც მე სრულად ვენდობი, გუშინ განაცხადეს, რომ საკმარისს მივაღწიეთ იმისათვის, რომ შიმშილობა შევწყვიტო. და გულწრფელადაც ვიტყვი, მათმა სიტყვებმა, რომ ანალიზები აჩვენებს, "მინიმალურ დროში სამკურნალო აღარავინ იქნება"... მმმ... ყურადღების ღირსია", — წერს ნავალნი.

ალექსეი ნავალნიმ ციხეში შიმშილობა 31 მარტს გამოაცხადა. ის ფეხებისა და ზურგის არეში ტკივილს უჩივის და მასთან დამოუკიდებელი ექიმების დაშვებას მოითხოვს, რადგან სათანადო მკურნალობას ვერ იღებს. ამავე დროს, სასჯელაღსრულების სამსახურში ამტკიცებენ, რომ ნავალნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობილი გახდა, რომ 20 აპრილს ნავალნი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას კვლევები ჩაუტარდა. მისი მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ ანალიზების მიხედვით, პოლიტიკოსის მდგომარეობა მძიმეა და მას თირკმლების უკმარისობის სიმპტომები, ასევე, სხვადსხვა ნევროლოგიური დარღვევები უვლინდება. აქედან გამომდინარე, მათ მოუწოდეს ნავალნის, შიმშილობა შეეწყვიტა.