"ლუტეცია ჯგუფი" ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდს აარსებს
ლუტეცია წლებია სილამაზისა და თავის მოვლის სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიის სახელს ინარჩუნებს. ამის მიზეზი კი, ალბათ, ისაა, რომ ამ წლების განმავლობაში ლუტეციას დამფუძნებელი ვახტანგ ფხაკაძე და მისი გუნდი ყოველთვის ცდილობდა მომხმარებლებისა თუ სრულიად უცხო ადამიანებისათვის ბევრად მეტი დადებითი ემოციის გაზიარებას.
ლუტეცია ჯგუფის დაარსების დღიდან ბრენდის მთავარი ფილოსოფია გარშემომყოფებისათვის ახალი პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შექმნა გახლდათ. ბატონი ვახტანგი და მისი გუნდი მუდმივად განვითარებასა და სიახლეებზე გახლდათ ორიენტირებული და სწორედ ამ გზამ მიიყვანა ის გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ გარშემო არსებული სამყარო უკეთესობისაკენ შეეცვლა - არა მხოლოდ ადამიანების გარეგნულ მშვენიერებაზე ზრუნვით, არამედ მათი შინაგანი მისწრაფებებისა და ოცნებებისა მხარდაჭერით.
23 აპრილს, ბატონი ვახტანგ ფხაკაძის დაბადების დღეს, ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური სახე მიეცა და ამ თარიღმაც კომპანიის თითოეული წარმომადგენლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რადგანც სწორედ ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ ლუტეციას.
"ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი განათლებაშია. ლუტეცია ფონდი ყოველწლიურად შეარჩევს ახალგაზრდებს და დაეხმარება მათ განათლების მიღებასა და მშვენიერი მომავლისკენ მიმავალ გზაზე სვლაში", — სწორედ ეს იქნება ფონდის მიზანი, რომელიც ერთგვარად ლუტეცია ჯგუფის დამფუძნებლის, ვახტანგ ფხაკაძის, ხედვისა და წლების წინ ყოველგვარი აფიშირების გარეშე დაწყებული საქმის გაგრძელებაა.
ფონდის მიზანი იქნება აღმოაჩინოს ნიჭიერი, მოტივირებული ახალგაზრდები და ხელი შეუწყოს მათ განათლების მიღებაში. ლუტეციას გუნდს სჯერა, რომ მსგავსი ფონდის დაარსება საზოგადოების ყურადღებას ამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებისაკენ უფრო აქტიურად მიმართავს და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებსაც დაანახებს, რომ განათლება არის სწორედ ის, რაც არა მარტო ერთი ადამიანის მომავალზე ზრუნვას, არამდე მთელი საზოგადოებისათვის გაწეულ სასიკეთო საქმეს ნიშნავს.
დასახული მიზნების განსახორციელებლად და ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების მხარდასაჭერად ლუტეცია ჯგუფში შემავალი კომპანიები წლიური მოგების ნაწილს ყოველწლიურად გადარიცხავენ ფონდში. ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში შერჩეულ ახალგაზრდებს კი სწავლა მთელი წლის განმავლობაში დაუფინანსდებათ.
მართალია, ფონდი სულ ახლახან დაფუძნდა, თუმცა გუნდში უამრავი სამომავლო გეგმა, იმედი და მიზანი აქვთ. მათ სწამთ, რომ მომავალში აუცილებლად შეძლებენ ფონდის საქმიანობისა და მასშტაბების გაფართოებას, რათა მეტმა ღირსეულმა ახალგაზრდამ შეძლოს კიდევ უფრო მშვენიერ სამყაროში ცხოვრება.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები