Aerosmith-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 25 თებერვალს, დილის 9 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 50-დან 400 ლარამდე მერყეობს.

Golden Ring ანუ, ფეხზე დასადგომი ადგილები ღირს 70 ლარი, შშმ პირების სექტორი 40 ლარი, პირველი სექტორი 200 ლარი, მეორე სექტორი 100 ლარი, მესამე სექტორი 50 ლარი, და VIP ზონა - 400 ლარი.

Golden Ring ბილეთების შეძენას biletebi.ge-ზეა შესაძლებელი, ხოლო დანარჩენი კატეგორიის ბილეთები კი tkt.ge-ზე გაიყიდება.

Aerosmith-ის კონცერტი 20 მაისს, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.