ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეკლესიის მხარდაჭერა ისევე როგორც შარშან, აქტიური იქნება და თქვა, რომ სააღდგომოდ რადიკალური შეზღუდვების დაწესება აღარ მოუწევთ.

"ეკლესიის მხარდაჭერა ისევე როგორც შარშან, იქნება ძალიან აქტიური სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების მიმართ და აქედან გამომდინარე დარწმუნებულები ვართ რომ ეს არ იქნება რადიკალური და კატეგორიული შეზღუდვები", — განაცხადა ტიკარაძემ რუხში, ენგურის ხიდზე მოქალაქეების ტესტირების პროცესის გაცნობისას.

მისივე თქმით, მდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისათვის, რომ ეპიდსიტუაციის უკეთესად მართვა მოხდეს ლოკალურ დონეზე. მინისტრმა, ასევე, განაცხადა, რომ საბჭო დამატებითი ღონისძიებების შესაძლო გატარებაზე 26 აპრილს იმსჯელებს.