Samsung Galaxy A52 — ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად
Galaxy A სერია წლების განმავლობაში ინარჩუნებს ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი სმარტფონის სტატუსს სამსუნგის ბიუჯეტური მოდელების კატეგორიაში. დღეს დეტალურად გაგაცნობთ Galaxy A52-ს, რომელიც სამსუნგმა 2021 წლის მარტში წარუდგინა მსოფლიოს;
Galaxy A52 აღჭურვილია თანამედროვე უსაზღვრო O ტიპის 6,5" ინჩიანი, FHD+ რეზოლუციის Super AMOLED ეკრანით. A52-ის ეკრანის ყველაზე შთამბეჭდავი პარამეტრი მისი განახლების სიხშირეა. A52-ს 90-ჰერციანი ეკრანი აქვს და გადმოსცემს დინამიურ და გლუვ გამოსახულებას. ზოგადად, Galaxy A52-ის ეკრანი, ყველა პარამეტრის გათვალისწინებით გვთავაზობს საუკეთესო მულტიმედია გამოცდილებას მკვეთრი, კონტრასტული და დინამიური ჩვენებით. ასევე, Galaxy A52-ის ეკრანი საკმაოდ დაცულია. აქ გამოიყენება Corning Gorilla Glass 5 თაობის დაცვა ნაკაწრებისა და დარტყმებისაგან. ეკრანზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს თვალის კომფორტის ფარი, რომელიც Galaxy A52-ში ავტომატურად არეგულირებს მავნე ლურჯი ნათების ფილტრაციას.
Galaxy A52-ს აქვს 4 ძირითადი კამერა და შედეგად საკმაოდ მდიდარია გადაღების რეჟიმებით:
მთავარი კამერა 64MP რეზოლუციისაა და იღებს სურათებს მაღალი დეტალიზაციით. ამ კამერას საკმაოდ დიდი სენსორი აქვს, შედეგად ფერთა აღქმა და გადმოცემა რეალისტური და კონტრასტულია. რაც შეეხება არასაკმარის განათებას, ამ დროს საქმეში სისტემაში ჩაშენებული ღამის რეჟიმი და Tetra Bining ტექნოლოგია ერთვება, რომელიც პიქსელებს აერთიანებს. მთავარი 64MP-იანი კამერის ყველაზე გამორჩეული ძლიერი მხარე კი უდავოდ მისი ოპტიკური სტაბილიზაციაა (OIS). ეს ფუნქცია ძირითადად ფლაგმანურ სერიაში გვხდება და სასიამოვნოა მისი შეხვედრა შედარებით ხელმისაწვდომ სმარტფონში. მთავარ კამერას 4K ვიდეოგადაღებაც აქვს.
მეორე კამერა 12MP-იანია და აქვს 123 გრადუსი ხედვის კუთხე. ის ულტრაგანიერი გადაღებისათვის გამოიყენება. იდეალურია მაშინ, როდესაც გვინდა ლამაზი პეიზაჟის ან ქალაქის ხედის დაფიქსირება. გამოგვადგება მაშინაც, როდესაც უბრალოდ 1 კადრში მაქსიმალურად მეტის ჩატევა გვსურს. ჯამში ულტრაგანიერი კამერა 4-ჯერ უფრო დიდ არეალს აფიქსირებს, ვიდრე სტანდარტული.
მესამე 5MP-იანი კამერა მაკროგადაღებისთვის არის განკუთვნილი. ის შექმნილია სპეციალურად ძალიან ახლოდან გადაღებისათვის და სტანდარტული კამერებისგან განსხვავებით, უკვე 2-3 სანტიმეტრიდან შეუძლია ფოკუსის აღება. ეს კამერა გამოგვადგება მცენარეების, მწერების, მინიატურული ნივთების, სამკაულების, წარწერების და სხვა მსგავსი ობიექტების გადაღებისას.
მეოთხე 5MP-იანი კამერა კი სიღრმის სენსორია. მისი დანიშნულებაა დაეხმაროს მთავარ კამერას სურათის პორტრეტის რეჟიმით გადაღებაში და როგორც გადაღების პროცესში, ასევე, გადაღების შემდეგ ფონის ბუნდოვნების დონის რეგულირებაში.
რაც შეეხება ფრონტალურ კამერას, ის აქ 32MP-იანი მოდულით არის წარმოდგენილი. ფრონტალური კამერითაც არის შესაძლებელი პორტრეტის რეჟიმით სურათის გადაღება. აღსანიშნავია ფრონტალური კამერით აჩქარებული გადაღების შესაძლებლობა (4,8,16,32,64x).
Galaxy A52, ფლაგმანური სმარტფონების მსგავსად, წყალ და მტვერგამძლეა (IP67 სტანდარტით). შესაბამისად, მისი გამოყენების არეალი კიდევ უფრო იზრდება.
რაც შეეხება მუშაობის ხანგრძლივობას, მას 4,500 mAh აკუმულატორი აქვს, რომელსაც
თავის მხრივ 25 ვატიანი სწრაფი დამუხტვის ფუნქცია გააჩნია.
Galaxy A52 ხელმისაწვდომია 4GB / 128GB ან 8GB / 256GB ოპერატიული / შიდა მეხსიერებით; ყველა ვერსია ორ SIM-ბარათიანია და აქვს დამატებითი microSD სტანდარტის მეხსიერების ბარათის სლოტი 1TB-მდე მხარდაჭერით.
Galaxy A52 აღჭურვილია თანამედროვე 8 ნანომეტრიანი პროცესორით: Qualcomm Snapdragon 720G, რომელიც მაღალ წარმადობასთან ერთად, მოხმარებელს მაქსიმალურად ეფექტურ ენერგომოხმარებას სთავაზობს ენერგოეფექტური ბირთვების ხარჯზე. Snapdragon 720G გათვლილია მძიმე თამაშების მაღალ გრაფიკაზე გაშვებისათვის. აღსანიშნავია რომ A52-ს აქვს სტერეო დინამიკები და Dolby Atmos მხარდაჭერაც. არ დაგვავიწყდეს სისტემაში ჩაშენებული თამაშების გამაძლიერებელი აპლიკაცია, რომელიც აუმჯობესებს სათამაშო გამოცდილებას და შედეგად, ვიღებთ იდეალურ გეიმინგ მოწყობილობას დინამიური და მკვეთრი ეკრანით, სტერეო ხმით, ძლიერი პროცესორით და დამატებითი გეიმინგ ინსტრუმენტებით.
Galaxy A52-ში გამოიყენება ანდროიდის ოპერაციული სისტემის უახლესი ვერსია Android 11 და ახალი ინტერფეისი One UI 3.1, რომლებიც კიდევ უფრო სასიამოვნოს და მოსახერხებელს ხდიან სმარტფონის ყოველდღიურ გამოყენებას. Galaxy A52-ს თითის ანაბეჭდის სკანერი ეკრანში აქვს ჩაშენებული. ასევე, მისი განბლოკვა სახის ამოცნობითაც არის შესაძლებელი.
Galaxy A52 ხელმისაწვდომია სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში: ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, მაგთი;
აქვე შეგახსენებთ, რომ Samsung-ის სმარტფონების შეძენა რეკომენდებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით, რადგან ჰოლოგრამა გიცავთ. და გასაჩუქრებთ!
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
კომენტარები