ტოკიოს ზაფხულისა და პეკინის ზამთრის ოლიმპიადებზე რუსეთის ჰიმნის ნაცვლად პეტრე ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტი № 1-ის ფრაგმენტს დაუკრავენ. გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო.

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის გუნდს ორი წლის განმავლობაში ეკრძალება საკუთარი დროშისა და ჰიმნის ქვეშ ასპარეზობა. ამასთან, ცერემონიებსა და სხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე არ შეიძლება სხვა ნებისმიერი ჰიმნის გამოყენება, რომელიც ქვეყნის ისტორიასთან არის კავშირში. აღნიშნული ზომა მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის სპორტსმენების მხრიდან ანტიდოპინგის წესების მასობრივი დარღვევა დაფიქსირდა.

როგორც რადიო თავისუფლების რუსული ბიურო წერს, ტოკიოს ოლიმპიადისთვის რუსეთი ახალ ფორმას წარადგენს. ოლიმპიური საერთაშორისო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ტანსაცმელი ეროვნული დროშის ფერებში იქნება.