Chanel ლოგოს თაობაზე სასამართლო დავაში Huawei-სთან დამარცხდა
მოდის ფრანგულ ბრენდსა და ჰუავეის შორის ლოგოს თაობაზე არსებული სასამართლო დავა ჰუავეის გამარჯვებით დასრულდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროსასამართლომ 21 აპრილს მიიღო.
შანელსა და ჰუავეის შორის დაპირისპირება 2017 წელს დაიწყო, როდესაც ჰუავეიმ ახალი ლოგო წარადგინა და სავაჭრო ნიშნის დარეგისტრირება გადაწყვიტა. ამან შანელის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან, კომპანიის განცხადებით, ჰუავეის ლოგო ფრანგული ბრენდის ლოგოს ჰგავდა.
ევროპის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტომ მიიჩნია, რომ ლოგოები ერთმანეთს არ ჰგავდა, შესაბამისად, მომხმარებლებში დაბნეულობას ვერ გამოიწვევდა. ამის შემდეგ შანელმა მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს მიმართა, თუმცა ბრენდის მოთხოვნა არც ამ შემთხვევაში დაკმაყოფილდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ლოგოების შედარება იმ სახით უნდა მომხდარიყო, რა სახითაც მათ კომპანიები არეგისტრირებენ და არა — სხვა კუთხითა თუ რაკურსით.
"შანელის ლოგოს მომრგვალებული ფორმა, უფრო სქელი კონტურები და ჰორიზონტალური განლაგება აქვს, ხოლო ჰუავეის ლოგო ვერტიკალურია. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ ლოგოები ერთმანეთისგან განსხვავებულია". — განაცხადა სასამართლომ.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებას ექვემდებარება, თუმცა შანელის წარმომადგენლებს ამის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
კომენტარები