მხატვარმა ცნობილი ბრენდების ლოგოები საპროტესტო გზავნილებად აქცია — 9 ილუსტრაცია
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ლოგო ბრენდის სავიზიტო ბარათია. კარგ ლოგოს შეუძლია, მარკეტინგული კამპანიის ნახევარი შეასრულოს და მომხმარებლებს იმდენად დაამახსოვროს თავი, რომ მასზე ერთხელ შეხედვაც კი ყველაფერს ამბობდეს კომპანიაზე.
რა იქნებოდა, ასეთივე დასამახსოვრებელი და ნაცნობი რომ ყოფილიყო ის საზოგადოებრივი ღირებულებები, რომელთათვისაც ბევრი ადამიანი იბრძვის — სწორედ ეს იდეა იქცა შთაგონების წყაროდ ლიდია კემბრონისთვის, ნიუიორკელი დიზაინერისთვის.
საკუთარ იდეას მან მალევე შეასხა სხეული და ცნობილი ბრენდების ლოგოები სხვაგვარად წარმოაჩინა, მათი საშუალებით კი საპროტესტო გზავნილებს ახალი ფორმა მისცა.
1. ტაიდი — "პრაიდი"
სარეცხი საშუალების სახეცვლილ ლოგოზე ბრენდის სახელის ერთგვარი ომონიმია დატანილი, რომელიც ინგლისურად "სიამაყეს" აღნიშნავს და გამოიყენება ლგბტქ+ ადამიანების მხარდასაჭერად გზავნილად.
2. Costco — "ანტირასიზმის ერთგული"
რასიზმთან ბრძოლა და მოძრაობა "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" ის თემებია, რომლებიც ყველაზე მეტად იქცევს დიზაინერის ყურადღებას. ცნობილი ამერიკული სავაჭრო კომპანიის ლოგოს გარდასაქმნელად სწორედ ეს თემა შეირჩა.
3. გუდიარი — "ძალიან ქვიარი"
საბურავების მწარმოებელი კომპანიის სახეცვლილი ლოგო ქვიარ ადამიანების მხარდაჭერის კიდევ ერთი გზავნილია.
4. Hershey's — "Her/She: გამოიყენეთ სწორი ნაცვალსახელები"
შოკოლადის ფილის შეფუთვაზე იმ ადამიანების მხარდამჭერი გზავნილია გამოსახული, ვინც საკუთარი იდენტობის გამო, საზოგადოების მიერ მათთვის განსაზღვრულ ნაცვალსახელებთან თავს არაკომფორტულად გრძნობს.
5. ვანს — "ტრანს"
ახალგაზრდების საყვარელი ფეხსაცმლის ბრენდის გარდაქმნილი ლოგო ტრანსფობიის პრობლემაზე უსვამს ხაზს. ტრანსგენდერი ადამიანების დროშის ფერებშია გადაწყვეტილი ილუსტრაციის კუბიკებით გაფორმებაც..
6. დისნეი — "შეწყდეს დაფინანსება"
ორივე სიტყვა ინგლისურად "დ"-ზე იწყება და დიზაინერმაც ალბათ ამიტომ გადაწყვიტა კინოკომპანიის ლოგოს გამოყენება კიდევ ერთი გზავნილისთვის. კამპანია Defund, იგივე "შეწყდეს დაფინანსება", პოლიციისთვის ფულის გადახდას ეწინააღმდეგება და მოითხოვს, რომ იგი უფრო სასარგებლო საქმიანობას მოხმარდეს. მოძრაობა განსაკუთრებით გააქტიურდა გასულ წელს, როცა აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პოლიციელი აღმოჩნდა.
7. Prudential Financial — "მოხდეს სიღარიბის დეკრიმინალიზაცია"
ამერიკული ფინანსური კომპანიის გარდაქმნილი ლოგო საზოგადოების მატერიალურ პრობლემებს ეხმაურება. მაშინ, როცა პანდემიის გამო ეკონომიკის არაერთი მიმართულება დაზარალდა, უმუშევრობა და არასაკმარისი შემოსავალი კიდევ ერთ დიდ გამოწვევად იქცა.
8. Domino's Pizza — "გააუქმე საპატიმრო"
მოძრაობა "გააუქმე საპატიმრო" უკვე წლებია, არსებობს და სასჯელის ფორმების გადახედვას მოითხოვს. მოძრაობის მხარდამჭერების აზრით, საპატიმროების რაოდენობა უნდა შემცირდეს, იმ ადამიანებისთვის კი, ვისთვისაც საპატიმროა განკუთვნილი, რეაბილიტაციის პროგრამები უნდა შემუშავდეს, რათა დანაშაულის პრევენცია ამ გზით მოხდეს და არა — დასჯით.
9. Amazon — "გაუქმების დროა"
ზემოხსენებულ გზავნილს გამოხატავს ცნობილი ამერიკული ონლაინსავაჭრო პლატფორმის სახეცვლილი ლოგოც, რომელსაც, სხვათა შორის, საინტერესო ისტორია და მნიშვნელობა აქვს.
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
კომენტარები